25 Jun - 24 Jul

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Accounting / Finance Accounting
  • Industry / Field: Retail Retail Consumer Products and Services Household Items - FMCG
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance,Free meal,Fitness and wellness programs

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Specialization/Specialty(Desired):
    Accounting / Finance Accounting
  • Industry / Field(Desired):
    Retail Retail
    Consumer Products and Services Household Items - FMCG
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Educational programs: Economics, Finance
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე, ბათუმში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით, პირველადი დოკუმენტაციისა და ოპერაციების აღრიცხვა, პროგრამულად დამუშავება;
  • სალაროს, ბანკის და სხვა ოპერაციების დამუშავება;
  • იმპორტის დოკუმენტაციის მიღება/დაარქივება/გატარება;
  • ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია საგადასახადო კოდექსის საფუძვლების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!

Apply (On another website)
Accounting / Finance
Accounting
Views
Unique views