22 Jun - 21 Jul
Standard
QA Engineer
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Information technologies Programming/Engineering, Software Development
  • Industry / Field: Energy & Mining Utilities
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Minimal educational level: Bachelor, College
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს „თელმიკო“ აცხადებს ვაკანსიას - QA ინჟინრის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები
  • ბიზნეს და ტექნიკური მოთხოვნების ანალიზი, სატესტო დოკუმენტაციის (ტესტ-ქეისები, ჩეკ-ლისტები, ტესტ-გეგმები) მომზადება.
  • ბილინგის სისტემისა და ციფრული სერვისების ფუნქციონალური, ინტეგრაციული, სისტემური და რეგრესიული ტესტირება.
  • გაანგარიშებების, დარიცხვების, გადახდების, დავალიანებებისა და კლიენტის სცენარების სისწორის შემოწმება.
  • მომიჯნავე სისტემებთან (CRM, ERP, საგადახდო სერვისები, კლიენტის პორტალი და სხვა) ინტეგრაციის ტესტირება.
  • დეფექტების აღმოჩენა, რეგისტრაცია, მათი აღმოფხვრის კონტროლი და განმეორებითი ტესტირება (Re-testing).
  • რელიზების წარმოებაში ჩაშვების მზადყოფნის შეფასება; აქტიური კომუნიკაცია ბიზნეს-დამკვეთებთან, ანალიტიკოსებთან, დეველოპერებსა და სხვა გუნდებთან პროდუქტის ხარისხის უზრუნველსაყოფად.
  • სხვა ამოცანების შესრულება ფუნქციონალური მოვალეობების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ბაკალავრი (უმაღლესი) ან პროფესიული განათლება IT, ეკონომიკის, მათემატიკის, ინჟინერიის მიმართულებით, ან შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.
  • თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის მახასიათებლების ცოდნა.
  • კომპანიის IT სისტემების ცოდნა და მათთან მუშაობის უნარი.
  • ინფორმაციის დამუშავებისას პროგრამირების მეთოდებისა და გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული ხელმძღვანელობითი და ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა.
  • პროგრამირების, ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებისა და ადმინისტრირების უნარების ცოდნა.
  • სასურველია ბილინგის, ფინანსურ-საანგარიშსწორებო, აღრიცხვის ან ინტეგრაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, ასევე რელიზებში მონაწილეობა და სამრეწველო ექსპლუატაციის მხარდაჭერა.

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „QA - ინჟინერი“.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22.07.2026 წ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს „თელმიკომ” დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში.
ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას.
დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება.
ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
Information technologies
Programming/Engineering,
Software Development
Views
Unique views