22 Jun - 21 Jul
Transport Service Coordinator
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Logistics / Transport Transportation Management Systems (TMS) Quality control / environmental protection / labor safety Transportation Safety Management Banking Other Marketing/Public Relations (PR) Customer Experience Management (CXM)
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Flexible hours
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance,Trainings and the opportunity for professional growth

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Minimal educational level: Bachelor, College
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
თიბისი ფეი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სატრანსპორტო სამსახურის კოორდინატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი

15 წელზე მეტია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1,000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.

სამუშაო მოვალეობები
  • ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
  • გეგმიური ტექნიკური მომსახურებების ვადების კონტროლი და ორგანიზება;
  • არაგეგმიური დაზიანებებისა და სერვისების აღრიცხვა და მათი ეფექტიანი მართვა;
  • ავტომობილების სერვის ცენტრებში და რეგიონებში გადაყვანა / გადაყვანის ორგანიზება;
  • ავტომობილების სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვის პროცესების კოორდინაცია;
  • შიდა სისტემაში შესრულებულ გეგმიური და არაგეგმიური სამუშაოებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • საწვავების მართვა, საწვავის მოხმარების მონაცემების მონიტორინგი, აღრიცხვა და ანალიზი;
  • კონტრაქტორებთან, სერვის ცენტრებთან და მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური მომსახურების პროცესების კოორდინაცია;
  • ავტომობილების მოვლისა და სისუფთავის კონტროლი;
  • ავტოპარკის დოკუმენტაციის (დაზღვევა, ტექდათვალიერება, ინვოისები და სხვა) მართვა.
  • ავტომობილების სპეციალური ნებართვების, საშვების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და მიღების პროცესში მონაწილეობა;
  • შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტების შეგროვების უზრუნველყოფა;
  • ავტომობილების საგარანტიო შემთხვევების აღრიცხვა და შესაბამისი მომსახურების ორგანიზება;
  • სადაზღვევო შემთხვევების დოკუმენტაციის მომზადებასა და მართვაში მონაწილეობა, სადაზღვევო კომპანიებთან დროული კომუნიკაცია;
პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • დაკავშირებულ განყოფილებებთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • ტექნიკურ ად პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით მძღოლების ინსტრუქტაჟი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ავტოპარკის, ავტო-ტექ სამუშაოების, ლოჯისტიკის ან ტექნიკური ოპერაციების მართვის მიმართულებით;
  • ავტომობილების ტექნიკური მოწყობის საბაზისო ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS OFFICE);
  • მონაცემების აღრიცხვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაციის და კოორდინაციის უნარი;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა.

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სატრანსპორტო სამსახურის კოორდინატორი“.

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს „თიბისი ფეის“ კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში
„Microsoft 365“-ის ღრუბლოვან სისტემაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge .
შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს,დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

Logistics / Transport
Transportation Management Systems (TMS)
Quality control / environmental protection / labor safety
Transportation Safety Management
Banking
Other
Marketing/Public Relations (PR)
Customer Experience Management (CXM)
Views
Unique views