Next
22 Jun - 21 Jul
Associate Partner / Head of Legal Practice
Batumi
Application information
Email: info@clsc.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: legal
Jurisprudence - Industry / Field: Legal
Legal Services - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 5 years
- Minimal educational level: Bachelor, Master
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
იურიდიული კომპანია: Commercial Law Services (CLS), მისამართი: ბათუმი, სტეფანე ზუბალაშვილის N37, სადარბაზო 6, ოფისი 25ბ ვებგვერდი:https://clsc.ge
ახორციელებს იურიდიულ მომსახურეობას 2002 წლიდან.
სპეციალიზირებული - კომერციული სამართლის მიმართულებით.
აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ასოცირებული პარტნიორი / სამართლებრივი პრაქტიკის ხელმძღვანელი
შესასრულებელი ფუნქციები :
- კლიენტებთან სრული კომუნიკაცია, შემოსულ საქმეებზე მომსახურეობის პირობების (მათ შორის ჰონორარის) შეთანხმება, ხელშეკრულებების გაფორმება, მათთან ანგარიშწორების კონტროლი;
- იურიდიული პრაქტიკის მართვა, შემოსული საქმეების გაცნობა, პირველადი შეფასება, დავალებების განაწილება ოფისის იურისტებზე/ადვოკატებზე.
- ოფისის იურისტების/ადვოკატების საქმიანობის კოორდინაცია, გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი;
- ადვოკატების/იურისტების თვიური დატვირთვების დამოწმება;
- შემოსული განცხადებების/წინადადებების განხილვა და შეფასება;
- პრაქტიკის განვითარება, ახალი სერვისების დანერგვა;
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- რისკების შეფასება და ხარისხის კონტროლი;
მოთხოვნები კანდიდატისადმი:
- საადვოკატო საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ( სამოქალაქო სამართალის და/ან საერთო სპეციალიზაციით);
- იურიდიულ სფეროში საქმიანობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
- საქმიანი და იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
- ლიდერობა, პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კორექტულობა, კეთილგანწყობა და პროფესიული ეთიკა;
- უცხო ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია (უპირატესობა ენიჭება რუსულ და ინგლისურ ენებს);
სამუშაო პირობები:
- საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი და აღჭურვილი საკუთარი ოფისი, ქ. ბათუმში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ;
- ინტელექტუალური მუშაობისათვის მყუდრო, კომფორტული და მეგობრული გარემო;
- სამუშაო რეჟიმი: კვირაში არანაკლებ 48 სთ-ი, საკუთარი დაგეგმვით.
ბენეფიტები:
- პროფესიული ზრდის და განვითარების პერსპექტივა;
- ახალი კონტაქტები;
- კომპანიის / მისი გუნდის პროფესიული რეპუტცია;
ანაზღაურება :
პირადად წარმოებულ საქმეებზე - შეთანხმებული ანაზღაურება (მაღალი პროცენტული სტანდარტით) (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადის ჩათვლით);
იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელობა (ოფისის ადვოკატების /იურისტების წარმოებაში არსებული საქმეებიდან) - შეთანხმებული პროცენტი მომსახურეობის ღირებულებიდან, დავალების შესრულებაში ჩართულობის გათვალისწინებით;
სხვა დატვირთვებიდან - ინდივიდუალურად, დავალების სირთულის, შესრულებაზე დახარჯული დროის და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით;
შენიშვნა:
კონკრეტული კლიენტის დავალების (მომსახურეობის) ღირებულებას განსაზღვრავს ასოცირებული პარტნიორი / სამართლებრივი პრაქტიკის ხელმძღვანელი;
ჰონორარი გაიცემა, მხოლოდ კლიენტის მიერ ფაქტობრივად ანაზღაურებულ მომსახურეობაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე. info@clsc.ge
წინადადებების მიღების ვადა - 22 ივლისამდე.
legal
Jurisprudence
Views
Unique views