19 Jun - 18 Jul
Standard
Restaurant Supervisor
Mtskheta Municipality, Natakhtari
Application information
Email: hr@mosavaligroup.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering
Service management - Industry / Field: Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism, Hospitality - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 2000(+ Bonus)
Employer requirement:
- Experience is mandatory: from 1 to 2 years
- Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: High School, Bachelor, Master, Doctor, College
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სასტუმრო-კომპლექსი „ვილა მოსავალი“ აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფ. ახალუბანი
ჩვენთან მასპინძლობა ნიშნავს მრავალფეროვნებას:
- ყოველდღიური სარესტორნო მომსახურება
- კორპორატიული ღონისძიებები
- საქორწილო მიღებები
- საერთაშორისო კონფერენციები და ბანკეტები
ძირითადი მოვალეობები:
- გუნდის მართვა და კოორდინაცია: რესტორნის მომსახურე პერსონალის (მიმტანები, ბარმენები, ჰოსტესები) სამუშაო პროცესის ორგანიზება, გრაფიკების კონტროლი და დავალებების გადანაწილება.
- სერვისის სტანდარტების კონტროლი: კომპლექსში დადგენილი მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და მონიტორინგი.
- სტუმრებთან კომუნიკაცია: სტუმრების მიღება, მათი კმაყოფილების კონტროლი და ნებისმიერი პრობლემური სიტუაციის სწრაფი, დიპლომატიური მოგვარება.
- საოპერაციო პროცესები: დარბაზში წესრიგისა და სისუფთავის კონტროლი, მარაგების მონიტორინგი და ცვლის გახსნა/დახურვის პროცედურების მართვა.
- ახალი კადრების ადაპტაცია: ახალი თანამშრომლების მომზადება, ტრენინგი და გუნდში ინტეგრაცია.
რას ველოდებით შენგან:
- რესტორნის ან სასტუმროს სფეროში სუპერვაიზერად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიან გამოცდილებას
- გუნდის მართვის, მოტივაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარს
- სტრესულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარს
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- სარესტორნო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
- სამუშაო გრაფიკი: 5/2
- კვება სამუშაო საათების განმავლობაში;
- ტრანსპორტირება თბილისიდან (მეტრო „დიდუბიდან“) კომპლექსამდე და უკან;
- კომფორტული საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფას სურვილის შემთხვევაში(სასტუმროდან სულ რაღაც 5 წუთის სავალზე);
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე:hr@mosavaligroup.com
სათაურის ველში მიუთითეთ: რესტორნის სუპერვაიზერი
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების
საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ვილა მოსავალმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვისაც. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
Hotel / restaurant / catering
Service management
Views
Unique views
