19 Jun - 18 Jul
Logistcs Assistant
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Administrative Assistance
  • Industry / Field: Consumer Products and Services Food & Beverages
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Administration / Business Management Administrative Assistance
  • Industry / Field(Mandatory):
    Consumer Products and Services Food & Beverages
  • Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ასისტენტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • ლოგისტიკური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტების ERP სისტემაში, დადგენილი წესის შესაბამისად, რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
  • ლოგისტიკის ოპერატორების სამუშაოს კონტროლი და პროცესის სრული მხარდაჭერა საჭიროების შესაბამისად;
  • საწვავის ლიმიტების და საწვავის ბარათების ადმინისტრირება და შემდგომი კონტროლი;
  • GPS სისტემის მოწყობილობების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ლოგისტიკის დეპარტამენტის სხვადასხვა რეგულარული რეპორტების მომზადება;
  • ლოგისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიწოდება სისტემიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • 1C/ERP სისტემების ცოდნა;
  • MS Office;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები
  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.


სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
Administration / Business Management
Administrative Assistance
Views
Unique views