Next
19 Jun - 10 Jul
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Banking
Monitoring and Compliance Oversight - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სს კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას AML კანონმდებლობასთან შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
- გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
პოზიციის მიზანი:
AML ოფიცერი პასუხისმგებელია უზრუნველყოს AML შესაბამისობა სს „კრედო ბანკი“- ში.
სპეციფიური პასუხისმგებლობები:
- კანონით გათვალისიწნებული მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების/ტრანზაქციების და გარიგებების ყოველდღიური მონიტორინგი (კანონი ფულის გათეთრების წინააღმდეგ);
- მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების/ტრანზაქციების და გარიგებების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ინფორმაციის შენახვა;
- შემოწმების ჩატარება სხვადასახვა ტიპის სანქციების წინააღმდეგ EU, OFAC და სხვა (BLS-ში დაბლოკილი კლიენტების მონიტორინგი, დროული და შესაბამისი რეაგირება);
- AML-ის საკითხებში უშუალო უფროსისგან მიღებული დავალებების შესრულება;
- საეჭვო პირების/ტრანზაქციების/ოპერაციების გამოვლენა და მათი რეპორტი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
- FMS-იდან მიღებულ წერილებზე დროული რეაგირება;
- ნაღდი ფორმით განხორციელებულ ტრანზაქციებთან მიმართებაში (კონვერტაციები/სწრაფი ფულადი გზავნილი) შიდა პროცედურებით განსაზღვრული ინფოს მოძიება, მონიტორინგი და აღრიცხვა/შენახვა;
- იურიდიული პირების საბუთების შემოწმება;
- პოლიტიკა/პროცედურების შექმნა/განახლება;
- კლიენტებისგან დამატებითი ინფორამციის მოთხოვნა, ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
- ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანზაქციების კონტროლი, ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
- სხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა;
- ანალიტიკური ანგარიშის მომზადება და მენეჯერთან წარდგენა;
- რეკომენდაციების მომზადება კონტროლის მექანიზმების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე;
- საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან ვიზიტი/სატელეფონო კომუნიკაცია.
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- უმაღლესი განათლება, პრიორიტეტი მიენიჭება ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების/ბუღალტერიის/საოპერაციო/AML მიმართულებას;
- MS Excel სრულყოფილად ცოდნა (I, II, III დონე);
- ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- AML კანონის და მასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესების და ნორმატიული აქტების კარგი ცოდნა.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
Apply (On another website)
Banking
Monitoring and Compliance Oversight
Views
Unique views