19 Jun - 19 Jul
Start
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Art / Media
Graphic Design - Industry / Field: Energy & Mining
Oil & Energy - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 3000
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 5 years
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად მართავს ავტოგასამართი სადგურების 150-მდე ქსელს, რომელიც უზრუნველყოფს ბენზინის, დიზელისა და თხევადი ნავთობის გაზის (LPG) მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ვაკანსიას „გრაფიკული დიზაინერის“ პოზიციაზე.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: 3000 NET
ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბრენდის გაიდლაინის (Brandbook) გათვალისწინებით, ციფრული და ბეჭდური მასალების მომზადება (სოციალური ქსელებისთვის, ვებგვერდისთვის, პარტნიორი კომპანიებისთვის, ოფლაინ აქტივობებისა და სხვა შიდა დეპარტამენტებისთვის);
- საჭიროების შემთხვევაში, უკვე არსებული დიზაინ-ფაილების მოდიფიცირება და განახლება;
- საბეჭდი და საპოლიგრაფიო მასალის (ბანერები, ფლაერები, ბუკლეტები, ბრენდირებული აქსესუარები) დიზაინის შექმნა და ბეჭდვისთვის ტექნიკურად სწორად მომზადება;
- დიზაინის მომზადების პროცესში ახალი, კრეატიული იდეების მოძიება და მარკეტინგის გუნდისთვის შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინ. 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- პროფესიული განათლება გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური ხელოვნების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator) მაღალ დონეზე ფლობა; (Figma-სა და Adobe InDesign ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office-ის ფლობა;
პიროვნული უნარები:
- კრეატიული აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ესთეტიკის გრძნობა;
- დროის მენეჯმენტი და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი (Multitasking);
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- ინიციატივის გამოვლენისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) და პორტფოლიო, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge. სათაურის ველში მიუთითოთ: „გრაფიკული დიზაინერი“.
გისურვებთ წარმატებას!
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.
Art / Media
Graphic Design
Views
Unique views
