19 Jun - 19 Jul
Junior cook
Sagarejo Municipality, Khashmi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering Hot dishes, Cold dishes
  • Industry / Field: Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism, Hospitality, Restaurant/Cafe/Bar
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Hotel / restaurant / catering Hot dishes, Cold dishes
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სასტუმრო „მტევინო ჰორეკა“ მდებარეობს კახეთში, სოფელ ხაშმში და სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, კახურ სტუმართმოყვარეობასა და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი მიზანია თითოეულ სტუმარს შევუქმნათ სასიამოვნო გამოცდილება და უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტის სერვისი.

სასტუმრო „მტევინო ჰორეკა“ ეძებს მოტივირებულ უმცროს მზარეულს

თუ გიყვართ კულინარია, გაქვთ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ან გსურთ ამ მიმართულებით განვითარება, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

სამუშაო ადგული: საგარეჯოს რ-ნი, სოფ. ხაშმი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე, 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე;
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:
  • ბოსტნეულის, ხილის, ხორცისა და სხვა ნედლეულის პირველადი დამუშავება (გარეცხვა, გაფცქვნა, დაჭრა და სხვა);
  • საკვების მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებისა და ნახევარფაბრიკატების მომზადება;
  • საუზმის, სალათების, ცივი კერძებისა და მარტივი ცხელი კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტურებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • საკვების პორციონირებასა და გაცემისთვის მომზადებაში მონაწილეობა;
  • პროდუქტების მიღების, დახარისხების, მარკირებისა და სათანადო პირობებში შენახვის უზრუნველყოფა;
  • სამზარეულოში არსებული მარაგების კონტროლში მონაწილეობა და საჭირო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და სამზარეულოს აღჭურვილობის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • ჰიგიენის, სანიტარული ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
  • მზარეულისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საკვების მომზადებისა და პროდუქტების პირველადი დამუშავების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ჰიგიენის, სანიტარული ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სწავლისა და განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Hr.mtevino@mtevino.ge ( გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი მზარეული)

გისურვებთ წარმატებას!
Hotel / restaurant / catering
Hot dishes,
Cold dishes
Views
Unique views