Today - 17 Jul
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Freight Forwarding, Driving a car - Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain
Logistics & Supply Chain - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: Mobile field work
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Minimal educational level: High School, College, Bachelor
- Languages: Georgian
- Driving licence: B Category
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მძღოლ-ექსპედიტორის (B) პოზიციაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მძღოლ-ექსპედიტორის (B) პოზიციაზე.
ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.#14
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე;
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + გადაზიდული ტონაჟის მიხედვით (1600-დან 2000 ლარამდე);
ბონუსი, ყოველ 3 თვეში ერთხელ.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის მიწოდება;
- სასაქონლო ზედნადების სავაჭრო/კვების ობიექტისათვის გადაცემა;
- სავაჭრო ობიექტიდან შესაბამისი თანხების დროული მიღება;
- სალარო აპარატთან მუშაობა;
- სავაჭრო ობიექტიდან მიღებული თანხის ჩაბარება მოლარე-ბუღალტრისთვის/მოლარე-ოპერატორისთვის;
- კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით;
- კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულ ადგილამდე;
- პროდუქციის გადმოტვირთვა და შეტანა სავაჭრო ობიექტზე;
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
- საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- გამოთვლების წარმოების უნარის ქონა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- აუცილებელია კანდიდატს ქონდეს მართვის მოწმობა B კატეგორია (მინ. 2 წლიანი ფლობა) და სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში;
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
- მარტივი ტესტი (ყურადღებასთან დაკავშირებული);
- ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან;
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-SBgiIk
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Apply (On another website)
Logistics / Transport
Freight Forwarding,
Driving a car
Views
Unique views
Other jobs at company

