18 Jun - 17 Jul
Agronomist
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Agriculture Agronomy
  • Industry / Field: Recreation & Travel Recreational Facilities & Services
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1760

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Agriculture Agronomy
  • Industry / Field(Mandatory):
    Recreation & Travel Recreational Facilities & Services
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor, College
  • Languages: Georgian
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში აგრონომის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში) ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 შესვენება 13:00-14:00 ადგილმდებარეობა:
ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1,760 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა
ფუნქციები:
  • ბოტანიკური ბაღის დეკორატიული გაფორმების, მისი დეკორატიული იერსახის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების სამუშაოებში მონაწილეობა;
  • ყვავილოვანი გაფორმებისათვის დეკორატიული მცენარეების შერჩევასა და განახლებაში მონაწილეობის მიღება;
  • კოლექციებისა და დეკორატიული ნაკვეთების მოვლისა და შევსება-განახლების მიზნით აგროტექნიკური სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • მცენარეთა მოვლა-მოყვანის აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელება (ნიადაგის დამუშავება, განოყიერება, დარგვა, მორწყვა, მცენარეთა ფორმირება);
  • საკოლექციო და ბაღის სხვადასხვა დეკორატიულ ნაკვეთებზე აგროტექნიკური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა;
  • ბაღის დეკორატიული თარგებისათვის, ყოველწლიური გეგმის შესაბამისად, სარგავი მასალის გამოყვანის უზრუნველყოფა;
  • მცენარეთა მავნებელ-დაავადებების კონტროლი, დროული იდენტიფიკაცია და დაცვის ღონისძიებების განხორციელება უშუალო ხელმძღვანელთან და შესაბამის განყოფილებასთან შეთანხმებით;
  • სარეალიზაციოდ ნამეტი მცენარეების მომზადება (გადარგვა, ეტიკეტირება);
  • მებაღეების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, სამუშაოების გადანაწილება და მეთვალყურეობა;
  • სამუშაო გეგმის შეთანხმება და შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება აგრონომიის, მებაღეობის ან მცენარეთა დაცვის მიმართულებით;
  • დამატებითი პროფესიული კურსები მცენარეთა დაცვის, სასუქების გამოყენების, სარწყავი სისტემების ან სანერგე მეურნეობის მიმართულებით;
  • მცენარეთა მოვლა-მოყვანისა და აგროტექნიკური სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • MS Office (Word, PTT, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა.

უნარები:
  • საბაღე ინვენტართან მუშაობის უნარი;
  • აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
Agriculture
Agronomy
Views
Unique views