02 Jul - 17 Jul
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Merchandising - Industry / Field: Manufacturing
Food Production - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Mandatory):Marketing/Public Relations (PR)
Merchandising - Industry / Field(Desired):Manufacturing
Food Production - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: High School, College, Bachelor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს სეზონური მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. ბათუმში ან ქობულეთში.
ოფისის მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქ.239
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი, დასვენება 1 დღე;
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გამომუშავებით (ჯამში 1320 ლარი);
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 6, სამუშაო არეალი - ბათუმის და ქობულეთის ტერიტორია.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
- საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- გამოთვლების წარმოების უნარის ქონა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაზღვევას
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
1. შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-1nQSWC
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Apply (On another website)
Marketing/Public Relations (PR)
Merchandising
Views
Unique views
Other jobs at company

