16 Jun - 15 Jul
Market merchandiser
Rustavi
Batumi, Other
Kutaisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR) Merchandising
  • Industry / Field: Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: from 0 to 1 year
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Marketing/Public Relations (PR) Merchandising
  • Industry / Field(Mandatory):
    Retail Retail
  • Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტის მერჩენდაიზერის პოზიციაზე, ბათუმში, ქუთაისში და რუსთავი-მარნეულში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას.
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის მერჩენდაიზინგის პრინციპების დაცვით განთავსება, ცვლილების დაგეგმვა და გადალაგების ორგანიზება;
  • ახალი ბრენდის/პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში პროდუქციისთვის ადგილის განსაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაცია და ინსტრუქციის შემუშავება;
  • QR კოდების საშუალებით პროდუქციის განთავსების და სტენდის წყობის სიზუსტის კონტროლი;
  • ყოველდღიური ხარვეზების რეპორტის პრეზენტაციის მომზადება და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ორგანიზება;
  • სავაჭრო სივრცეში სარეკლამო მასალების და სავაჭრო ინვენტარის (შესაბამისი POS მასალები, სტელაჟები, კედლის პანელები, კალათები, საფირმო სტენდები, პრომო ზონა, სალაროები, ფასმაჩვენებლები და ა.შ.) შერჩევა, ბანერების, ნავიგაციების მოწყობის ორგანიზება;
  • მარკეტინგული ღონისძიებების გათვალისწინებით სეზონურობის მიხედვით დარბაზის განლაგებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, სააქციო ზონების დაგეგმარება, შესაბამისი დეკორაციებისა და სპეციალური განლაგებების მოწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მერჩენდაიზინგის ან/და გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტურებული;
  • ანალიტიკურად მოაზროვნე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.


გისურვებთ წარმატებებს!

Apply (On another website)
Marketing/Public Relations (PR)
Merchandising
Views
Unique views