16 Jun - 14 Jul
Start
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Brand Ambassadorship, Brand Identity Development - Industry / Field: Health Care
Pharmaceuticals - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Marketing/Public Relations (PR)
Brand Ambassadorship, Brand Identity Development - Industry / Field(Mandatory):Health Care
Pharmaceuticals - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: Georgian,English,German
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას საკუთარი ბრენდების განვითარების მენეჯერის (PL / OEM) პოზიციაზე.
ავერსი ეძებს საკუთარი ბრენდების განვითარების მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს Private Label (PL) და OEM პროდუქტების შექმნისა და განვითარების პროცესს, ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებთან და უზრუნველყოფს ახალი პროდუქტების წარმატებით დანერგვას ბაზარზე.
ძირითადი მოვალეობები
- Private Label (PL) და OEM პროექტების მართვა და განვითარება;
- ახალი პროდუქტებისა და კატეგორიების განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა;
- მომწოდებლებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
- პროდუქტის განვითარების სრული ციკლის კოორდინაცია - იდეიდან ბაზარზე განთავსებამდე;
- პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების, შეფუთვისა და დიზაინის განვითარების პროცესში მონაწილეობა;
- ფასწარმოქმნის, მომგებიანობისა და ბიზნეს-ქეისების ანალიზი;
- შიდა დეპარტამენტებთან (რეგისტრაცია, ხარისხი, ლოგისტიკა, მარკეტინგი, კომერცია) ეფექტური კოორდინაცია;
- ახალი პროდუქტების ბაზარზე გაშვების პროცესის მართვა;
- არსებული საკუთარი ბრენდების შედეგების მონიტორინგი და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- ბაზრის, კონკურენტებისა და საერთაშორისო ტენდენციების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის, საერთაშორისო ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- FMCG სექტორში მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება პროდუქტის განვითარების, ბრენდ-მენეჯმენტის, კატეგორიის მართვის ან შესყიდვების მიმართულებით;
- Private Label (PL), OEM ან Contract Manufacturing პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- პროდუქტის განვითარების პროცესში პრაქტიკული გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური და კომერციული ანალიზის, მოლაპარაკებებისა და პროექტების მართვის უნარები.
პიროვნული კომპეტენციები
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
- დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 14.07.2026წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); +995 557 577442
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/CIpojM12eG
Apply (On another website)
Marketing/Public Relations (PR)
Brand Ambassadorship,
Brand Identity Development
Views
Unique views
