16 Jun - 16 Jul
Vip
Call Center Sales Manager
Tbilisi, Saburtalo
Application information
Email: recrutergeorgia@gmail.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Call center Sales Sales Management - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired:
- Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: High School
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია "ბიომარკეტი" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას.
კომპანია "ბიომარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
რას გთავაზობთ:
ანაზღაურება: მინიმუმ 3000 ლარი თვეში (ფიქსირებული 700 ლარი + % გაყიდვებიდან — რაც უფრო მაღალია შედეგი, მით უფრო მაღალია ანაზღაურება);
სამუშაო გრაფიკი: 5/2 10:00-19:00 და 11:00-20:00 (დასვენების დღეები და სამუშაო საათები შეთანხმებით);
ადაპტაციის პერიოდი: 10-14 დღე (მოკლე სამუშაო საათებით — 11:00-14:00 ან 15:00-18:00);
3 თვის შემდეგ მუშაობა შეგიძლიათ ჰიბრიდულად (3 დღე ოფისიდან, 2 დღე - დისტანციურად);
ადაპტაციის დროს გაქვთ როგორც ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება, ასევე გაყიდვების %;
ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ — სტაბილურად და დროულად;
კარიერული ზრდის პერსპექტივა.
ვის ვეძებთ:
- კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გაყიდვებში ან ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- პასუხისმგებლობიან და პუნქტუალურ ადამიანებს, რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობენ შედეგზე;
- გუნდური მუშაობის უნარითა და მუდმივი განვითარების მოტივაციით;
- მზად არიან გაიარონ ტრენინგები და განივითარონ გაყიდვების უნარები.
ფუნქცია-მოვალეობები:
- უკვე არსებულ მომხმარებელთან კონტაქტის დამყარება;
- მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად პროდუქტის შერჩევა და პრეზენტაცია;
- შეკვეთების პროგრამულად (CRM) გაფორმება.
ჩვენი ბენეფიტები: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად და მოტივირებულად იგრძნოს.
ამიტომ გთავაზობთ:
- ძირითადი ბონუსების გარდა, ყოველკვირეულ ბონუსებს — შედეგებზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურება;
- სამოტივაციო ბონუსებს სტაჟირების პერიოდში — შენი პირველი ნაბიჯების მხარდასაჭერად;
- არაფინანსურ წახალისებებს სამუშაო კვირის განმავლობაში:პიცა, ხილი, ტკბილეული და სხვა სასიამოვნო სიურპრიზები;
- ყავა და ჩაი — შეუზღუდავად, ჩვენი კორპორაციული ენერგიისთვის;
- Fitpass ბარათი — ზრუნვა შენს ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრებაზე.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
- დისციპლინირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი პირადი მონაცემები სრულიად დაცულია.კომპანია შპს "ბიომარკეტი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნით, რომ განიხილოს თქვენი კანდიდატურა მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე.
პირადი მონაცემების დამუშავება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, უსაფრთხოების სათანადო ზომების მიღებით.
მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: recrutergeorgia@gmail.com (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) და ჩვენ განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
Administration / Business Management
Call center
Sales
Sales Management
Views
Unique views
