16 Jun - 15 Jul
Brand Manager
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR) Brand Management Medical Other
  • Industry / Field: Health Care Pharmaceuticals
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Marketing/Public Relations (PR) Brand Management
    Medical Other
  • Industry / Field(Mandatory):
    Health Care Pharmaceuticals
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: Georgian,English,Russian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. კომპანია ავტორიზებულია GDP და ISO 9001 სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატით. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

ფარმაცევტული კომპანია “სმარტფარმი” აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

კომპანია გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს კონკურენტული, მზარდი ანაზღაურებით, პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

მოვალეობები:
  • ბრენდების განვითარება;
  • მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობა;
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით);
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ბრენდის მენეჯერად, ჯგუფის ხელმძღვანელად ან სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება;
  • საკუთარი ავტომანქანის ფლობა (სასურველია).

აუცილებელი უნარები:
  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა:
  • ლიდერობისა და მენეჯერობის უნარი;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.

„Smartpharm” მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
Marketing/Public Relations (PR)
Brand Management
Medical
Other
Views
Unique views