15 Jun - 14 Jul
Behavioral therapist
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Medical Therapy
  • Industry / Field: Nonprofit Philanthropy
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Medical Therapy
  • Industry / Field(Mandatory):
    Nonprofit Philanthropy
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: English,Russian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს ქცევითი თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
  • მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
  • სამუშაო გარემოს მომზადება;
  • ქცევითი თერაპიის სეანსებისთვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, მედიცინაში ან მომიჯნავე სპეციალობებში სავალდებულოა (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის სერტიფიკატის ფლობა;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია კლიენტთან მუშაობის ეთიკური პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე.

დამატებითი ინფორმაცია:
  • ორგანიზაციის პერსონალის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • პუნქტუალურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • მოტივაცია;
  • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
  • ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა და შერჩევა;
  • გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელფოსტის მისამართზე უნდა წარმოადგინოს:
რეზიუმე (CV);
სამოტივაციო წერილი.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა:2026 წლის 15 ივლისი.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელფოსტის მისამართზე:dcfs.georgia@gmail.com
"Subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება - „ქცევითი თერაპევტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებსა და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისა და პირებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.


Medical
Therapy
Views
Unique views