Next
15 Jun - 14 Jul
Information Technology Administrative Assistant
Tbilisi, Vake
Application information
Email: recruitment@boundsolutions.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Information technologies
System Administration - Industry / Field: Software & IT Services
Information Technology & Services - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Mandatory):Information technologies
System Administration - Industry / Field(Mandatory):Software & IT Services
Information Technology & Services - Seniority level: Entry-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
IT Connect — სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულყოფილ კორპორატიულ IT ინფრასტრუქტურის მართვასა და მხარდაჭერას.
ჩვენი მომსახურებები მოიცავს:
ჩვენი მომსახურებები მოიცავს:
- IT აუთსორსინგს;
- ქსელურ და სერვერულ ინფრასტრუქტურას;
- სერვერების ვიზუალიზაციას;
- სამეთვალყურეო (CCTV) სისტემებს;
- ვებ აპლიკაციების დეველოპმენტს.
ამჟამად ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც შემოგვიერთდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
პოზიცია: IT ადმინისტრაციული ასისტენტი გრაფიკი: 5/2 10:00-19:00
მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
- სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშების/რეპორტების მომზადება;
- შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობა, დასწრება, განხილული საკითხების დეტალური ფიქსაცია, დავალებების მონიტორინგი და შემდგომი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- საჭირო დოკუმენტების შეგროვება, დამუშავება, გადაგზავნა და შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია;
- შიდა და გარე კომუნიკაციის მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით;
- გამოფენების, კონფერენციებისა და სხვა პროფესიული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და ორგანიზაციული პროცესების კოორდინაცია;
- ხელმძღვანელობის მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებისა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
- სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება საჭიროების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- Microsoft OFFICE-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ეფექტურად გამოყენების უნარი;
- ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და სისტემატიზაციის უნარები;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
- თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
- ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
- პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
- პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
Information technologies
System Administration
Views
Unique views