15 Jun - 14 Jul
Designer Relations Manager
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales Network Expansion and Growth, Trade Relations and Negotiation
  • Industry / Field: Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance,Fitness and wellness programs,Free meal

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Sales Network Expansion and Growth, Trade Relations and Negotiation
  • Industry / Field(Mandatory):
    Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor, College
  • Educational programs: Design, Architecture
  • Languages: English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

მე, ლანა თოლორდავა, კერამიკული ფილების კატეგორიის მენეჯერი, ვმუშაობ გორგიაში 2022 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას დიზაინერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე პრემიუმ სეგმენტის კერამიკული ფილების მიმართულებით. გამოსაცდელ პერიოდში კანდიდატს შევასწავლით კატეგორიის პროდუქციას, მათ ტექნიკურ უპირატესობებს, პრემიუმ ბრენდების ასორტიმენტს, ფილების კატეგორიებს, ხარისხის კოეფიციენტებსა და მასალების სპეციფიკას. დავეხმარები შემდეგი უნარების განვითარებაში: პრემიუმ გაყიდვები (B2B) - პროდუქტის ტექნიკური უპირატესობით გაყიდვების რეალური ზრდა, ეფექტური პრეზენტაცია, ნეთვორქინგი და ლოიალობა - კავშირების დამყარება ახალ დიზაინერებთან, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება, დროის მენეჯმენტი - დროის ეფექტურად მართვა გარე შეხვედრებს, შოურუმში მუშაობასა და კლიენტების ბაზის (CRM) ანალიზს შორის.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. პარტნიორული ქსელის შექმნა და მართვა (Networking)
  • ინტერიერის დიზაინერების, არქიტექტორებისა და დიზაინ-სტუდიების ბაზის ზრდა, განვითარება (სოციალური ქსელები, პორტფოლიოები, გამოფენები) კონტაქტების დამყარება და გრძელვადიანი თანამშრომლობა.
  • მონაცემთა ბაზის (CRM) წარმოება: პარტნიორი დიზაინერების ერთიანი ბაზის შექმნა, მათი პროექტებისა და აქტივობების მუდმივი განახლება.

2. პრეზენტაციები და შოურუმის ტურები
  • დიზაინერებისთვის ახალი კოლექციების, პრემიუმ ბრენდებისა და ექსკლუზიური პროდუქციის პრეზენტაცია (როგორც შოურუმში, ისე მათ ოფისებში ვიზიტით).
  • ნიმუშების (Samples) მენეჯმენტი: დიზაინერებისთვის ფილების ნიმუშებისა და კატალოგების მომზადება/მიწოდება სამუშაო პროცესის გასამარტივებლად.

3. პროექტების მხარდაჭერა და კონსულტაცია
  • შერჩევის პროცესში დახმარება: დიზაინერის ნახაზების, სპეციფიკაციებისა და მუდბორდების მიხედვით შესაფერისი ფილების შერჩევა, ალტერნატივების შეთავაზება და ტექნიკური კონსულტაცია.
  • 3D ფაილების მიწოდება: დიზაინერების უზრუნველყოფა ფილების მაღალი რეზოლუციის ფოტოებითა და 3D ტექსტურებით, პროექტის რენდერებში მათ მარტივად გამოსაყენებლად.

4. ლოიალობის პროგრამა და კომერციული მიმართულება
  • საბონუსე სისტემის მართვა: დიზაინერებისთვის კომპანიის ლოიალობის პირობების გაცნობა, მათი კუთვნილი ბონუსების/საკომისიოების დათვლა და დროული ანგარიშსწორების კონტროლი.
  • სრული ციკლის კონტროლი: ფილების შერჩევიდან და რეზერვირებიდან, ობიექტზე მასალის საბოლოო მიწოდებამდე პროცესის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება დიზაინის ან არქიტექტურის მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დიზაინერულ/არქიტექტურულ სტუდიებში პროექტების მენეჯერად ან აღნიშნულ სფეროში B2B გაყიდვებში;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • სასურველია Adobe Substance 3D Sampler, Photoshop ან SketchUp საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office 365.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკების უნარი;
  • პროექტების ორგანიზების და მართვის უნარი;
  • დროის მართვა და პრიორიტეტიზაცია.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

Apply (On another website)
Sales
Network Expansion and Growth,
Trade Relations and Negotiation
Views
Unique views