Next
13 Jun - 11 Jul
Marketing specialist
Tbilisi, Other
Application information
Email: hr@pepela.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Marketing management - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Marketing/Public Relations (PR)
Marketing management - Industry / Field(Mandatory):Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
- Languages: English,Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი “პეპელა“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 19 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.
ამჟამად, "პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს.
დღეს, "პეპელა" 28 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა და იმპლემენტაცია (მათ შორის ონლაინ მარკეტინგული აქტივობები);
- მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა, ქსელთან კომუნიკაცია;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან და სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია, შემდგომი აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
- არსებული და ახალი პროექტების მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება და მონიტორინგი;
- მომხმარებლის ქცევის და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი, ასევე სხვადასხვა კვლევის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და რეპორტინგი;
- შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების/ სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება; ეფექტურობის შეფასება;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
აუცილებელია მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);
პიროვნული მახასიათებლები :
პასუხისმგებლობის გრძნობა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებული;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი,იოსებიძის 49;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@pepela.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება(მარკეტინგის სპეციალისტი),წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
Marketing/Public Relations (PR)
Marketing management
Views
Unique views