12 Jun - 11 Jul
Logistics employee
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Logistics / Transport Inventory Management/Inventory
  • Industry / Field: Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Logistics / Transport Inventory Management/Inventory
  • Industry / Field(Mandatory):
    Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism
  • Seniority level: Entry-Level
  • Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: Georgian
  • Driving licence: B Category ,C Category

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:
პოზიცია: ლოგისტიკის თანამშრომელი

მდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: 5/2, 11:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა მატერიალური რესურსების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • საწყობში ტვირთის მიღება, ჩატვირთვა, ჩამოტვირთვა, განთავსება და დასაწყობება;
  • საწყობის მოწესრიგებასა და ინვენტარის სწორ განთავსებაში მონაწილეობა;
  • ინვენტარისა და აღჭურვილობის ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე დროული და ორგანიზებული გადაზიდვა;
  • ღონისძიებებისათვის საჭირო მასალებისა და ტექნიკური ინვენტარის ადგილზე მიტანა, განთავსება და შემდგომი დაბრუნების პროცესის უზრუნველყოფა;
  • ღონისძიების მიმდინარეობისას ადგილზე ყოფნა და ლოგისტიკური პროცესების მხარდაჭერა;
  • ღონისძიების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ აღჭურვილობის ჩატვირთვა, ჩამოტვირთვა, გადაადგილება და საწყობში დაბრუნება;
  • ინვენტარისა და აღჭურვილობის რაოდენობრივი და ვიზუალური კონტროლი ტრანსპორტირებისა და დასაწყობების პროცესში;
  • დაკარგული ან დაზიანებული ინვენტარის იდენტიფიცირება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის;
  • ლოგისტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ყოველდღიური საოპერაციო დავალებების შესრულება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ლოგისტიკური და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • B & C კატეგორიების მართვის მოწმობის ფლობა;
  • ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის მზაობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
  • არასტანდარტულ სამუშაო გრაფიკთან და ღონისძიებების განრიგთან ადაპტაციის შესაძლებლობა.
  • დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
  • თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
  • ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
  • პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
  • პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
Logistics / Transport
Inventory Management/Inventory
Views
Unique views