Next
11 Jun - 10 Jul
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Warehousing - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Desired):Logistics / Transport
Warehousing - Industry / Field(Desired):Retail
Retail - Seniority level: Entry-Level
- Minimal educational level: High School, Bachelor
- Languages: Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას WMS პროგრამული უზრუნველყოფისა და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.
მე, ნინო ნარიმანიძე, პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვმუშაობ გორგიაში 2010 წლიდან. შერჩეულ კანდიდატს შევასწავლი საწყობთან დაკავშირებულ პროგრამულ პროცესებს, როგორც ERP ასევე, WMS პროგრამაში და ხელის მოკრების ტერმინალზე. დავეხმარები შემდეგი უნარების განვითარებაში: რამოდენიმე საქმის ერთდროული მართვა, ლოგიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კვებას;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი პროგრამული მოთხოვნების გაანალიზება, საჭიროების შემთხვევაში დახმარება და პროცესში მხარდაჭერა;
- საწყობის მართვის პროგრამის (WMS) დანერგვაში მონაწილეობა, წარმოქმნილ პრობლემებზე ოპერატიული რეაგირების მოხდენა და აღმოფხვრა;
- მომხმარებლების მიერ პროგრამაში დაშვებული შეცდომების კონტროლი და გასწორება;
- ტრენინგებისა და გამოცდების ჩატარება;
- სასწავლო და საგამოცდო მასალების მომზადება;
- შესრულებული სამუშაოების და შესაბამისი შედეგების შესახებ ინფორმაციის (ზეპირსიტყვიერად და/ან წერილობითი) წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- საწყობის პროგრამასთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- რუსული ენის ცოდნა;
- MS excel -ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
Apply (On another website)
Logistics / Transport
Warehousing
Views
Unique views