Next
11 Jun - 10 Jul
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Human resources
HR Analytics, HR Administration - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Doctor, Master, Bachelor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
"ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უმცროსი HR სპეციალისტის პოზიციაზე.
გსურთ კარიერის განვითარება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში?
„ლაზიკა კაპიტალი“, საქართველოს წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, HR გუნდის ახალ წევრს ეძებს.
თუ გაინტერესებთ რეკრუტინგი, თანამშრომელთა განვითარება და თანამედროვე HR პროცესები, ეს შესაძლებლობა დაგეხმარებათ პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და პროფესიულ ზრდაში.
რას გთავაზობთ ჩვენ:
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო ლოკაცია: ქ. ქუთაისი
ჩვენს შესახებ:
ჩვენ ვართ საქართველოში დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორობის გზით ზრუნავს მცირე მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსურ და სოციალურ კეთილდღეობაზე.
რატომ უნდა აირჩიო „ლაზიკა კაპიტალი“:
დამატებითი ინფორმაცია:
რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას, რომ სს მისო „ლაზიკა კაპიტალმა“ დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება 1 წლის განმავლობაში და შესაძლებელია დამუშავდეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ სურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება, სურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, შეუძლია მოგვმართოს წერილობით.

- პრაქტიკულ გამოცდილებას ადამიანური რესურსების მართვის სხვადასხვა მიმართულებით;
- წამყვანი პროფესიონალებისგან სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
- მხარდამჭერ გარემოს წარმატებული კარიერული გზის დასაწყებად.
ძირითადი მოვალეობები:
- ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების მოძიება, შერჩევის პროცესში მონაწილეობა, გასაუბრებებისა და ტესტირებების ორგანიზება;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და ინტეგრაციის (Onboarding) პროცესებში ჩართულობა;
- გუნდის მოტივაციისა და ჩართულობის აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
- თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ტრენინგების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
- HR პროცესებისა და თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში მონაწილეობა;
- HR გუნდთან ერთად სხვადასხვა შიდა პროექტის განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მცირე გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება სტაჟირება ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობა);
- სფეროს მიმართ მაღალი ინტერესი და განვითარების მოტივაცია;
- ეფექტური კომუნიკაციის, აქტიური მოსმენის, ინტერპერსონალური, ორგანიზაციული და გუნდური მუშაობის უნარები.
სამუშაო ლოკაცია: ქ. ქუთაისი
ჩვენს შესახებ:
ჩვენ ვართ საქართველოში დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორობის გზით ზრუნავს მცირე მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსურ და სოციალურ კეთილდღეობაზე.
რატომ უნდა აირჩიო „ლაზიკა კაპიტალი“:
- კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტები — გთავაზობთ მზარდ, სკალირებულ ფიქსირებულ სახელფასო ანაზღაურებას, მრავალფეროვან საბონუსე სისტემას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ლიმიტს მობილურ კავშირზე და საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;
- სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი — ჩვენთვის პრიორიტეტულია თანამშრომლების კეთილდღეობა, რადგან გვჯერა, რომ ბედნიერი და მოტივირებული გუნდი ჩვენი საერთო წარმატების გასაღებია. ჩვენთან გექნება 35-საათიანი სამუშაო კვირა (შაბათ-კვირა დასვენება);
- კარიერული და პროფესიული ზრდა — მენტორობის, ქოუჩინგისა და ინდივიდუალური განვითარების პროგრამების საშუალებით, ვქმნით მკაფიო გზას შენი კარიერული წინსვლისთვის;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და მოტივაციის პროგრამები — გთავაზობთ სხვადასხვა სასწავლო კურსს (როგორც ტექნიკური, ისე ლიდერული უნარების განსავითარებლად), ვაფასებთ შენს მიღწევებს და ვქმნით ინკლუზიურ, მხარდამჭერ გარემოს, სადაც შეძლებ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.
დამატებითი ინფორმაცია:
რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას, რომ სს მისო „ლაზიკა კაპიტალმა“ დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება 1 წლის განმავლობაში და შესაძლებელია დამუშავდეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ სურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება, სურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, შეუძლია მოგვმართოს წერილობით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Apply (On another website)
Human resources
HR Analytics,
HR Administration
Views
Unique views