11 Jun - 10 Jul
Standard
Intern
Tbilisi
Telavi Municipality, Telavi
Batumi
Application information
Email: geo.hr.department@procredit-group.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Banking
Retail Banking Services, Customer Service Consultation - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Internship with future employment prospects
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Banking
Retail Banking Services, Customer Service Consultation - Industry / Field(Desired):Finance
Banking - Seniority level: Entry-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Suitable for students: Yes
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
პროკრედიტ ბანკი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას – თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის ფილიალებისთვის (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)
გსურთ კარიერის დაწყება საბანკო სფეროში?
გეძლევათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ჩვენს გუნდს სტაჟიორის პოზიციაზე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებად სტაჟირებას
- რეალურ საბანკო პრაქტიკას და გამოცდილებას
- პროფესიულ განვითარებას და სწავლების შესაძლებლობას
- კარიერის გაგრძელების პერსპექტივას სტაჟირების დასრულების შემდეგ
მოთხოვნები:
- 3-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- დაინტერესებული საბანკო სფეროთი და სტაჟირებით
- ინგლისური ენის ცოდნა
- პასუხისმგებლიანი, მოტივირებული, ენერგიული, სიახლეების სწრფად ათვისების უნარით
- თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და გსურს კარიერის დაწყება დინამიურ და სტაბილურ გარემოში – შემოგვიერთდი!
გამოგვიგზავნე შენი CVვაკანსიის დასახელებით — “სტაჟიორი” შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10-07-2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22 ; geo.hr.department@procredit-group.com
Banking
Retail Banking Services,
Customer Service Consultation
Views
Unique views
