Next
11 Jun - Today
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Repair / installation
Solar Panel Installation And Repair - Industry / Field: Energy & Mining
Oil & Energy - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Repair / installation
Solar Panel Installation And Repair - Industry / Field(Mandatory):Energy & Mining
Oil & Energy - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ჰელიოს ენერჯი საქართველოში განახლებადი ენერგიის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი მისიაა მზის ენერგიის ათვისება და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობა.
ძირითადი მოვალეობები:
- მზის ელექტროსადგურების ლითონისა და ალუმინის საყრდენი კონსტრუქციების აწყობა და გამართვა ობიექტებზე.
- მზის პანელების ფიზიკური მონტაჟი, ფიქსაცია და უსაფრთხოების ნორმების დაცვით განთავსება.
- ინვერტორების, საინვერტორო კარადებისა და სხვა თანმდევი ელექტრომოწყობილობების კედელზე ან სპეციალურ საყრდენზე დამონტაჟება.
- საკაბელო ტრასების მოწყობა, კაბელების გაყვანა (კაბელირება) და იზოლაცია.
- მიწისზედა და სახურავის ტიპის ობიექტებზე სხვადასხვა სახის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
- სიმაღლეზე მუშაობის უნარი (სიმაღლის შიშის არქონა) და უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვა.
- ძირითად ელექტრო და მექანიკურ ხელსაწყოებთან (პერფერატორი, სახრახნისი, კუთხსახეხი და სხვა) მუშაობის გამოცდილება.
- რეგიონებში მივლინებით წასვლის მზაობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- განათლება ელექტროინჟინერიის მიმართულებით (მიიღებიან როგორც დიპლომირებული, ისე თვითნასწავლი კანდიდატები).
- მზის ელექტროსადგურების ან მსგავსი ტექნიკური სისტემების მონტაჟის წინარე გამოცდილება.
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- გუნდური მუშაობის უნარი და დაკისრებული დავალებების ხარისხიანად შესრულების მოტივაცია.
- შრომის უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების განუხრელი დაცვა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (ითვალისწინებს პერიოდულ მივლინებებს რეგიონებში, მიმდინარე პროექტების შესაბამისად).
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (პროექტებზე დაფუძნებული არასტანდარტული გრაფიკი).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისიApply (On another website)
Repair / installation
Solar Panel Installation And Repair
Views
Unique views