10 Jun - 09 Jul
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Branch management - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
მიკროსაფინანსო კომპანია სს „მისო ევრო კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 22 ქალაქში, 28 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.
ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.
სამუშაოს აღწერა:
ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანად და შეუფერხებლად მართვა;
- ფილიალის გაყიდვების, საკრედიტო პორტფელისა და საოპერაციო შედეგების უზრუნველყოფა დადგენილი მიზნებისა და KPI-ების შესაბამისად;
- ფილიალის თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია, კონტროლი და შედეგების შეფასება;
- გუნდის პროფესიული განვითარების, მოტივაციისა და მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა;
- მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება;
- ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და არსებული მომხმარებლების შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- საკრედიტო განაცხადების განხილვისა და დაკრედიტების პროცესის ეფექტიანი მართვა კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად;
- საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი და პრობლემური სესხების მართვის პროცესში მონაწილეობა;
- გაყიდვებისა და პორტფელის მაჩვენებლების ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;
- ფილიალის გეგმის განაწილება და შესრულების უზრუნველყოფა;
- კომპანიის შიდა პოლიტიკების, პროცედურების, რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
- ფილიალის საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
- კომპანიის სტრატეგიული მიზნების მიღწევის მიზნით სხვადასხვა პროექტსა და ინიციატივაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით;
- საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- გაყიდვებისა და ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
- გუნდის ეფექტურად მართვის უნარები;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
დამატებითი უნარები:
- პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
- კომუნიკაბელური და გუნდური;
- ლიდერული თვისებების მქონე;
- ინიციატივიანი და შედეგზე ორიენტირებული;
- კრიზისულ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/erIKe6q
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Administration / Business Management
Branch management
Views
Unique views
