02 Jul - 09 Jul
Vip CV
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Registration Sales Sales Management - Industry / Field: Consumer Products and Services
Vehicles - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Open-ended contract
- Business trip: Yes
- Work Location: On site
- Salary: Fixed 3000(+ Bonus)
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Administration / Business Management
Registration SalesSales Management - Industry / Field(Desired):Consumer Products and Services
Vehicles - Seniority level: Senior-Level
- Minimal educational level: High School, Incomplete High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია ტოპლაინი გთავაზობს ვაკანსიას დითეილინგის გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია (ფერმწერთა ქ.)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ:
"Topline“ არის პრემიუმ სეგმენტის დითეილინგ და დითეილინგ ცენტრი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ავტომომსახურებას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების (Front-Office) მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ განვითარებაზე ორიენტირებულ, ენერგიულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ცენტრში მოსული მომხმარებლების მიღება, მათი საჭიროებების პროფესიონალური იდენტიფიცირება და შესაბამისი პრემიუმ-სერვისების შეთავაზება;
- ავტომობილის დითეილინგისა და კომპანიის სხვა პროდუქტების/მომსახურებების აქტიური გაყიდვები;
- კლიენტთა შეკვეთების სრული ციკლის მართვა, მონაცემთა ბაზების წარმოება და მუდმივი განახლება;
- გაყიდვების მიმდინარე შედეგების მონიტორინგი, ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
- მომხმარებელთა უკუკავშირის (Feedback) მართვა, ლოიალობის პროგრამების დანერგვა და მომსახურების უმაღლესი ხარისხის სტანდარტის შენარჩუნება;
- კომპანიის სერვისებისა და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების ეფექტური პრეზენტაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
- გაყიდვების, კლიენტთა მომსახურების ან Front-Office-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური ბიზნეს-კომუნიკაციის უნარები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სამუშაო დონეზე ფლობა;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
- ავტოსფეროსა და პრემიუმ კლასის ავტომობილების მიმართ მაღალი ინტერესი.
პიროვნული მახასიათებლები:
- შედეგზე და მიზნებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი სამუშაო მოტივაცია და თვითგანვითარების სურვილი;
- სტრესულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის პრინციპების ერთგულება და პუნქტუალურობა.
რას გთავაზობთ კომპანია:
- გამომუშავებაზე დაფუძნებული მოქნილი ბონუსური სისტემა 3000₾ გარანტირებული ფიქსით გამომუშავების ზედა ზღვარის გარეშე (საშუალოდ 4500-5000₾)
- კარიერულ ზრდას: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ ბიზნეს-გარემოში;
- სამუშაო გარემოს: მეგობრულ და მაღალმოტივირებულ გუნდს;
- ექსკლუზიურ სამუშაო სივრცეს: საქართველოში საუკეთესო, პრემიუმ კლასის სუპერმანქანების გარემოცვაში მუშაობის შესაძლებლობას.
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი - შაბათი: 09:30 - 18:00 სთ.
- შესვენება: 13:00 - 14:00 სთ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
გაიგე მეტი ჩვენს შესახებ:
Website - Topline.ge
Instagram - Topline.ge
Facebook - Topline
Administration / Business Management
Registration
Sales
Sales Management
Views
Unique views
Sent CVs 74
