09 Jun - 08 Jul
Administrative Assistant
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Administrative Assistance
  • Industry / Field: Consumer Products and Services Consumer Services
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

პალიტრა ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტში ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
თუ ეძებთ პირველ სამსახურს, გსურთ მიიღოთ საოფისე გამოცდილება და განავითაროთ კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები, ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • თანამშრომლებისგან შემოსული ზარების მიღება;
  • ტექნიკური პრობლემების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება;
  • შესაბამისი დავალებების გადანაწილება IT ტექნიკური მხარდაჭერის თანამშრომლებზე;
  • შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და აღრიცხვა;
  • დეპარტამენტის ყოველდღიური ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერის საბაზისო ცოდნა (MS Office, ელფოსტა);
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:
  • დამწყები კანდიდატებისთვის სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს.
  • სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათი-პარასკევი; 09:30-18:30სთ;
  • ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქ.#49

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 ივლისი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!

Administration / Business Management
Administrative Assistance
Views
Unique views