Next
05 Jun - 04 Jul
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Medical
laboratory - Industry / Field: Health Care
Hospital & Health Care - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 3000
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Medical
laboratory - Industry / Field(Mandatory):Health Care
Hospital & Health Care - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: English
This announcement is
available only in Georgian Language, please see the text below (You can also
switch the site Language from header language switcher)
მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც ‘’მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის’’ სახელითაა ცნობილი.
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი ‘’მედ 11’’, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
‘’მედიქალ ვორლდის’’ გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია “ აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქ №15 (ყოფილი ლუბლიანას ქ №33).
სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00) საათი
ანაზღაურება: 3000 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.
სამუშაოს აღწერა:
- ლაბორატორიის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა, შესაბამისი პროცესების მართვა და კონტროლი;
- ლაბორატორიის მუშაობის ხარისხის მართვა და კონტროლი;
- კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან, ექიმებთან, პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაციის მართვა, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრებისდაგეგმვა, ლაბორატორიის და მისი სერვისების პრეზენტაცია;
- საერთაშორისო პარტნიორობა (კონტრაქტორ ლაბორატორიებთან კონტაქტი თანამშრომლობის და გამოკვლევების კუთხით);
- ლაბორატორიაში არსებული რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელობა (საორგანიზაციო, თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში);
- ლაბორატორიაში შიდა და გარე კონფერენციების დაგეგმვა შესაბამისი თემებითა და
- მოხსენებებით.
- მარკეტინგის სამსახურთან მჭიდრო ურთიერთობა
- ხელმძღვანელ პირებთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაზე კონტროლი;
- ლაბორატორიის მართვა ისო15189 სტანდარტის შესაბამისად;
- ხელმძღვანელი პირის სხვა მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში "ლაბორატორიული მედიცინა";
- ზოგად კლინიკური, ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური კვლევების ჩატარების უნარი;
- სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ორგანიზებულობა.
- სიახლეებისადმი მარტივად ადაპტაციის უნარი;
ჩვენთან დაგხვდებათ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
- FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
- მნიშნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სრულ სერვისზე(ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ–გვერდზე https://mlab.ge/, ასევე ფბ-გვერდზე: https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
Medical
laboratory
Views
Unique views