Next
21 Jul - 19 Aug
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Sales Consulting and Advisory - Industry / Field: Consumer Products and Services
Apparel, Accessories & Fashion - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1280(+ Bonus)
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Sales
Sales Consulting and Advisory - Industry / Field(Desired):Consumer Products and Services
Apparel, Accessories & Fashion - Seniority level: Entry-Level
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „ართთაიმი“ დაარსდა 1999 წელს, თბილისში. ის იყო პირველი კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ შვეიცარიული საათი მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ადგილობრივი მომხმარებლისთვის და ქართულ ბაზარზე შემოიყვანა ცნობილი შვეიცარიული საათების ბრენდები. 26 წელია შპს „ართთაიმი“ არის წამყვანი მოთამაშე საქართველოში წარმოდგენილი Swiss Made Watches სექტორში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქციის სწორი განლაგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა და მისი პრეზენტაცია;
- სალარო აპარატთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
- სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- გამართული მეტყველება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- მიზანსწრაფულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი გრაფიკი
- 1 საათი შესვენება
- სავაჭრო ცენტრებში განსაზღვრულია ცვლები 10:00 - 19:00, 13:00 - 22:00.
- კვირაში 2 დასვენების დღე.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება, საწყის ეტაპზე დარიცხული 1280 ლარი
- ყოველთვიური კონკრეტული გარანტირებული ბონუსი საშუალოდ დარიცხული 500 - 1000 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
- მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას
- ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- წამახალისებელ ღონისძიებებს
- მოქნილ საბონუსე სისტემას
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
კომპანია "ართთაიმის“ შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@arttime.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მაღაზიის კონსულტანტი - ბათუმი").
თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ართთაიმის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს ‘’ართთაიმის’’ ბაზაში 1 (ერთი) წლის ვადით.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
Sales
Sales Consulting and Advisory
Views
Unique views