AIgroup

cv box

გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?

აიგრუპი - ქართული ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც აერთიანებს ოთხ მიმართულებას:

 

  • აიქარი - ელექტრომობილების გაზიარების სერვისი;

 

  • აიპროდაქშენი - ელექტრომობილების საწარმო;

 

  • აიენერჯი -  ელექტრო გასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის;   

            განვითარება

  • აიფაუერი - მზის პანელებით ელ. ენერგიის გენერაცია.   

 

აიგრუპის და მის ქვეშ გაერთიანებული კომპანიების მთავარი ამოცანაა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნა, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარება და ჩვენი ქვეყნის მოწინავე, ევროპული ქვეყნების გვერდით ხილვა. 

 

ვინ ვართ ჩვენ?  - აიგრუპი  ერთადერთი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც კომპლექსურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს და ავითარებს ბიზნესს ოთხი მიმართულებით. თითოეული პროექტი კი  ჯანსაღი ბიზნესის წარმოების იდეაზეა მიმართული.

საიდან მოდის ეს იდეა? -   დაბინძურებული გარემო, გაჩეხილი ტყეები, ავტომობილების რაოდენობა ქალაქებში, გამონაბოლქვი, პარკირების ადგილების ნაკლებობა, საცობები, მძიმე ინფრასტრუქტურული პროექტები დედაქალაქის შუაგულში.

ვისთან გვაქვს საქმე?  - ადამიანების გუნდთან, რომელსაც სურს ქვეყანა გადაიყვანოს  განვითარებული, მომავალზე მზრუნველი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნების პლატფორმაზე; დანერგოს და განავითაროს მსოფლიო ტრენდები დღეს და ახლა; ააშენოს ხიდი აწმყოსა და უსაფრთხო მომავალს შორის.  

 

შემოგვიერთდით და გამოგვყევით მომავლის პროექტების განვითარების საინტერესო გზაზე.

დავიცვათ გარემო და დავუტოვოთ მწვანე ქვეყანა ჩვენს მომავალ თაობას!

 

აიგრუპი  - ჯანსაღი ენერგეტიკა