Retail Group Georgia

   ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის - Alhokair-ის წევრი შპს ,,Retail Group Georgia’’   30-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ  შორის Mango,  Zara,  Massimo Dutti, Marks & Spencer, Gap,  Bershka,  Stradivarius , U.S. Polo,  F&F,  Pull & BearAldo,  CHARLES & KEITH, Sergent Major,  La Senza,  Accessorize, Monsoon,  Clarks და ა.შ.  

   დღესდღეობით Retail Group Georgia თბილისის მასშტაბით ფლობს 50-მდე მაღაზიას  თბილისი მოლში, ისთ ფოინთში, მერანი მოლსა და სითი მოლ გლდანში.

   მიმდინარე წლის შემოდგომაზე საბურთალოზე ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნის შემდეგ იგეგმება დამატებით 15 ახალი ბრენდული მაღაზიის გახსნა, რის გამოც კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე  გაჩნდება 200-ზე მეტი  ვაკანტური სამუშაო ადგილი.

   თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის, გაქვს სურვილი გაყიდვების მიმართულებით გაიღრმავო  ცოდნა, მიიღო გამოცდილება საერთაშორისო კომპანიაში, ხარ მოტივირებული და კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული,  გაინტერესებს მოდის სფერო, მაშინ შემოუერთდი ჩვენს დიდ და დინამიურ გუნდს!