ABD and Co

ABD and Co- მეღორეობის უმსხვილესი კომპლექსი კავკასიაში.

2013 წელს დაარსებული მეღორეობის კომპლექსი განლაგებულია ქალაქ ბოლნისის ეკოლოგიურად სუფთა რაიონში, სოფელ აქაურთაში. კომპლექსის საქმიანობას, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების გამოყვანის სფეროში წარმოების ორგანიზებისა და ტექნოლოგიის დონით, ანალოგი არ აქვს.

ABD and Co შედის უკრაინულ აგრარულ ჰოლდინგში АCD უკრაინა, რომელსაც კომბიკორმის წარმოების ბაზარზე ლიდერის პოზიცია უჭირავს.

ABD and Co -ს შემადგენლობაში შედის საღორე კომპლექსი, სასაკლაო, ხორცის კომბინატი.

ABD and Co -ს საღორე კომპლექსი პროექტირებულია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით. სანაშენო სამუშაო ორგანიზებულია დანიურ კომპანია Breeders-თან ერთად. გოჭების მოვლა და კვება ხორციელდება სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობაში და ადგილზევე კონტროლდება ვეტერინარების მიერ. ახალი, ცივი ხორცი გამოდის TM Meat Land სახელით და ქვეყნის მოწინავე სავაჭრო ქსელებს, ბაზრებსა და რესტორნებს მიეწოდება.

საკლავი წარმოება მაღალტექნოლოგიურობით გამოირჩევა და სისუფთავის თვალსაზრისით საქართველოს პირველ სამეულში შედის. საკუთარი საჯიშე მეურნეობის მასალის გამოყენება ADB and Co -ს საუკეთესო ხარისხისა და სიახლის გარანტირების საშუალებას აძლევს.

კომპანიის ხორცკომბინატი უშვებს ძეხვეულ პროდუქციასა და დელიკატესებს TM Delicia სახელით ცივი ღორის ხორცისგან, Fressmann-ის გერმანული დანადგარების მეშვეობით. პროდუქცია იბოლება ნატურალურ  ნახერხზე, რის ხარჯზეც სასიამოვნო არომატსა და გამორჩეულ გემოს იძენს.

ADB and Co კომპლექსის შიგნით საწარმოების უწყვეტი ინტეგრაცია წარმოების მაღალი ნორმის შენარჩუნების, დაუყოვნებელი მიწოდების დანერგვისა და ასორტიმეტის გაფართოების საშუალებას იძლევა.

 

 

  10 მაის - 05 ივნ
თბილისი
  08 მაის - 05 ივნ
თბილისი