საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია

გაერთიანებული მეწარმეები უკეთესი ბიზნეს გარემოსთვის

 

ასოციაციის მისია

ასოციაციის მისიაა ბიზნეს საზოგადოების საერთო ინტერესების ადვოკატირება,საქართველოში გარემოს გაუმჯობესებისკერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია - GSMEA არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არაპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2010 წლის 10 სექტემბერს დაარსდა.

ასოციაციის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის გაერთიანებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას. ასოციაცია გაწევრიანებულია საქართველოს სამინისტროებთან არსებულ მრავალ საკონსულტაციო საბჭოებში და აქტიურად მონაწილეობს საჯარო და კერძო დიალოგში (PPD). ასოციაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ოთხი უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანება და კერძო სექტორის წარმომადგენლები: „ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“, „საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“.

2011 წლიდან ასოციაციას ჩატარებული აქვს პროექტები საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, როგორებიცაა: „GIZ”, “USAID”, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ (EWMI) და სხვა.

  14 მაის - 12 ივნ
თბილისი