ფარმაცევტული კომპანია GMP

ჯი-ემ-პი არის ერთადერთი ფარმაცევტული საწარმო მთელს კავკასიაში, რომლშიც თანამედროვე ფარმაცევტული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით, მიმდინარეობს სრული საწარმოო ციკლი, დაწყებული ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის დამზადების სტადიის ჩათვლით.
ჯი-ემ-პი მდებარეობს თბილისში , ქვემო ფონიჭალაში. საწარმო აღჭურვილია უახლესი მანქანა-დანადგარებით. საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშვებს მყარი ფორმის მედიკამენტებს: ტაბლეტებს, გარსით დაფარულ ტაბლეტებს, ფხვნილებსა და ჟელატინის კაფსულებს. ქარხნის წარმადობაა 500 მილიონი ტაბლეტი და 200 მილიონი კაფსულა წელიწადში. საწარმოს ძირითადი პერსონალი სტაჟირებას გადის ისეთ კომპანიებში, როგორიცაა GMP ინსტიტუტი (აშშ), TUV Suddeutschland (გერმანია), მონაწილეობას იღებს სასწავლო პროგრამებში, რომლებსაც ატარებენ კომპანიები: გერმანიის „მენეჯმენტის აკადემია", "საერთაშორისო ხარისხის კონსალტინგი" (გერმანია), ანტიბიოტიკების სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრი (რუსეთის ფედერაცია), პროგრამა SABIT (აშშ), კომპანია „СКИФ Б.В." (რუსეთის ფედერაცია), "Heathside Information Services" (დიდი ბრიტანეთი), Concept Heidelberg, European Compliance Academy (გერმანია), PIC/S და სხვა.

ელექტრული და ელექტრონული სისტემების სპეციალისტი 13 სექ - 01 ოქტ
თბილისი