ბიდიო

ვებ–საიტი: https://www.bdo.ge/en-gb/home-uk

შპს ბიდიო ცამეტწლიანი გამოცდილებითა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდით, მესამე უმსხვილესი აუდიტორული კომპანიაა საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს ბიდიოს საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრ ფირმას საქართველოში. ბიდიო ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას შემდეგ სფეროებში:

  • აუდიტი
  • საგადასახადო დაბეგვრა
  • ბიზნეს კონსულტაცია
  • საბუღალტრო მომსახურება
  • იურიდიული მომსახურება
  • შეფასება

ბიდიო აუდიტორული კომპანიების მეხუთე უმსხვილესი საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც მსოფლიოს 135 ქვეყანაში 1,118 ოფისით და 48,767 თანამშრომლითაა წარმოდგენილი. ქსელის გლობალურმა შემოსავალმა 2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 5,972 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ბიდიო არის ქსელის და მისი წევრი ფირმების საერთო სავაჭრო სახელი, თუმცა საკუთარ ქვეყანაში თითოეული წევრი ფირმა დამოუკიდებელ იურიდიულ პირს წარმოადგენს.