ჯი არ სი

ინდუსტრია: მშენებლობა
ვებ–საიტი: www.grc.ge

შპს „ჯი არ სი“ როგორც სამშენებლო მასალების მწარმოებელი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენელი საქართველოში, 2003 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე კომპანიის #1 პრიორიტეტი ბაზარზე მაღალი სტანდარტების დაწესება, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების ჯგუფის შექმნაა, რაც განაპირობებს კომპანიის წარმატებას. გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური, გამოცდილი და ერთგული თანამშრომლებისგან. კომპანია ყოველწლიურად სთავაზობს სიახლეს ქართულ ბაზარს და ხელს უწყობს დარგის განვითარებას. სამშენებლო სფეროში, კომპანია ჯი არ სი, არის გარანტი იმისა, რომ შესაძლებელია ყველა ტიპის სამშენებლო გადაწყვეტილების შესრულება.

კომპანია “ჯი არ სი” არის ისეთი საერთაშორისო კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში როგორიცა BASF, Firestone, Ursa, Technonicol, Arcelormittal, SSAB, DONGBU და სხვა.