კლასიკა

ინდუსტრია: ტექსტილი
ვებ–საიტი: www.classica.com.ge
ელ. ფოსტა: hr@cl.ge
cv box

გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?

ავეჯისა და ტექსტილის სალონი „კლასიკა“ 2005 წლიდან ანებივრებს მომხმარებლებს ავეჯის, ტექსტილის, ბროლის და აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანით. კლასიკას გუნდი მუდმივად მუშაობს და ითვალისწინებს მისი მომხმარებლების მოთხოვნებს და სურვილებს, შესაბამისად გთავაზობთ მუდმივად განახლებულ კოლექციას, სრულად მორგებულს მის მომხმარებლებზე. კოლექციები წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და შერჩეულია საგულდაგულოდ.

„კლასიკას“ პირველი შოურუმი გაიხსნა 2005 წელს. მას შემდეგ არ წყვეტს განვითარებას. შემოგვემატა 3 ფილიალი, ფილიალები წარმოდგენილია საბურთალოსა და დიდ დიღომში. დაგვემატა ახალი ფილიალი ქუთაისშიც.

კომპანია კლასიკა, მუდმივად ცდილობს შეუქმნას მის თანამშრომლებს სასურველი სამუშაო გარემო, რაც თავისთავად აისახება მომსახურების ხარისხზე და მოტივაციაზე თანამშრომლების მხრიდან. მუდმივი განვითარების, ტრენინგების და მოტივაციების შედეგად ვაყალიბებთ გუნდს, რომელიც მზად არის მოერგოს მომხმარებლებს.