ორგსერვისი

ვებ–საიტი: http://orgservice.ge/
ელ. ფოსტა: info@orgservice.ge

ორგსერვისი წარმოადგენს ქართულ სავაჭრო-სამრეწველო კომპანიას, რომელიც დაარსებულ იქნა 1996 წელს. ის 2005 წლიდან არის ჩეხურ კომპანია KOH-I-NOOR HARDTMUTH a.s.-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ბიზნესპარტნიორი საქართველოში.

კომპანიის საქმიანი სტრატეგიაა შესთავაზოს სხვადასხვა სამომხმარებლო ჯგუფებს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და დაბალი ფასის სამხატვრო, საბავშვო და საოფისე პროდუქციის ფართო ასორტიმენტი.

ორგსერვისი აფართოებს გაყიდვების ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიამ მისი მოღვაწეობის მანძილზე შექმნა კომერციული ობიექტების ფართო ქსელი სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ფოთში.  

ჩვენ გთავაზობთ:

  • საქართველოში ყველაზე ფართო არჩევანს;
  • ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციას;
  • მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ნაწარმს;
  • გადახდის მარტივ სისტემას;

ინტერნეტ მაღაზია http://www.orgservice.ge არის მომსახურების სერვისი, რომელსაც კომპანია თავაზობს თავის მომხმარებელს. ვებ გვერდზე თქვენ შეძლებთ აირჩიოთ და შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი 5000-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა პროდუქცია და ჩვენ ვუზრუნველყოფთ შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანას. ასევე ყოველდღიურად ხორციელდება ბაზების განახლება, რათა საიტზე არსებული ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ზუსტი.