I'm Georgia

ინდუსტრია: ტურიზმი
ვებ–საიტი: http://iamgeorgia.com.ge

ტურისტული სააგენტო “მე ვარ საქართველო“ გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენი დასვენება იყოს ნამდვილად სასიამოვნო და აღსავსე დაუვიწყარი შეგრძნებებით, რომლებიც ხანგრძლივად დარჩება თქვენს მოგონებებში. კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურეობას: სასტუმროები საქართველოს გამაჯანსაღებელ, მთის და ზღვისპირა კურორტებზე კულტურული, შემეცნებითი, სამკურნალო და სათავგადასავლო ტურები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ჯომარდობა, დაივინგი, ლაშქრობა, სამთო-სათხილამურო და ექსტრემალური სპორტი, ავია-ბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, ტურისტული დაზღვევა, გიდის მომსახურეობა, VIP დონის ტრანსპორტი-ავტობუსები, მიკრო-ავტობუსები, ჯიპები.

ჩვენი კომპანია გაძლევთ საშუალებას, გაიცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ტრადიციები უფრო ახლოს, დატკბეთ საქართველოს ულამაზესი ბუნებით, ესტუმროთ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს, მოუსმინოთ უძველეს ხალხურ ფოლკლორს, დააგემოვნოთ საუკეთესო ქართული კერძები.

გისურვებთ ბედნიერ დასვენებას!