იბერია ტექავტომოტივი

იბერია ბიზნეს ჯგუფი (IBG) შეიქმნა 1999 წელს. დღეისათვის IBG წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე დიდ საავტომობილო ჰოლდინგის, რომელიც მოიცავს, როგორც ახალი ავტომობილების გაყიდვას, ასევე ავტოსერვისს, ავტოსათადარიფო ნაწილებს და საბურავებს.. საქართველოში IBG ოფიციალური წარმომადგენელია ბრენდებისა: ფოლკსვაგენი, აუდი და შკოდა, რომლებიც გერმანული ავტომწარმოებლის ფოლკსვაგენის ჯგუფის შემადგენელი კომპანიებია. IBG ახორციელებს ახალი ავტომობილების იმპორტირებასა და რეალიზაციას, ასევე სთავაზობს კლიენტებს ავტომობილის ცვეთასთან და შეკეთებასთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებას. იბერია ბიზნეს ჯგუფი გახლავთ ცნობილი კორეული ავტომწარმოებლის - კია მოტორსის ავტორიზირებული დილერი საქართველოში. ეს ბრენდი ჰოლდინგის წევრი 2008 წელს გახდა, გახსნის დღიდან ქართველი მომხმარებლის ინტერესი დაიმსახურა და წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას საქართველოს ბაზარზე. ჰოლდინგის წევრია იაპონური ბრენდი მიცუბიში, რომელიც მსოფლიოში SUV კლასის ავტომობილების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში მიცუბიშისთან ერთად ერთ ჰოლდინგში ერთიანდება ფრანგული ავტომწარმოებელიც პეჟო. კორპორატულ სეგმენტზე წამყვანი პოზიციები უჭირავს და იბერია ბიზნეს ჯგუფის კიდევ ერთი წევრია ფრანგული ბრენდი რენო, რომელიც საქართველოს ბაზარზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ძველი კომპანიაა. ჰოლდინგი ასევე მოიცავს ITA-ს - სათადარიგო ნაწილებისა და ავტომომსახურების ცენტრს. ITA ნებისმიერი მარკის ავტომობილს უწევს სერვისს და არის ოფიციალური წარმომადგენელი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდებისა, როგორიც არის საბურავების მწარმოებელი კომპანია კონტინენტალი, ასევე აკუმულატორების მწარმოებელი კომპანია ბანერის და სათადარიგო ნაწილების ბოში, ფები-ბილშტეინი და ა.შ.