შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორი ბოლნისში

თარიღები: 25 ოქტ - 22 ნოემ
მდებარეობა: ბოლნისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: დიახ
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: ttodua@cmg.ge
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება:  შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი

არ ემ ჯი აურამაინ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის ინსპექტორის პოზიციაზე ბოლნისში მდებარე სოფ. ბერთაკარში

 

შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის ინსპექტორის მოვალეობები

  • იღებს დავალებებს შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის სუპერვაიზერისაგან და ზრუნავს მათ შესრულებაზე.
  • ზრუნავს შრომის უსაფრთხოების დაცვის სახელმძღვანელოში, პროცედურებში და სხვა შიდა ნორმატიულ დოკუმენტებში წარმოგდენილი ასპექტების სრულყოფილად შესრულებაზე.
  • ახორციელებს ცვლის გადაბარების/მიღების პროცესს.
  • პასუხისმგებელია სუპერვაიზერისათვის ინფორმაციის დროულად მიწოდებაზე, ცვლებში მიმდინარე პროცესების შესახებ.
  • პასუხისმგებელია სუპერვაიზერისათვის და სამსახურის უფროსისათვის კომპანიის ტერიტორიაზე განვითარებული ინციდენტის/საგანგებო ვითარების შესახებ დროული ინფორმაციის მიწოდებაზე.
  • მონაწილეობას იღებს შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის მიერ მოწყობილ შეხვედრებში, სწავლებებსა და სხვა ღონისძიებებში.
  • აკონტროლებს და ასევე დახმარებას უწევს ორგანიზაციის ქვედანაყოფების პერსონალის მიერ (კონტრაქტორი კომპანიის პერსონალის ჩათვლით) სამუშაოზე დაშვების ნებართვების და რისკების შეფასების სწორად წარმოების პროცესს.
  • აწარმოებს სამუშაოზე დაშვების ნებართვების და რისკების შეფასების რეგისტრებს.
  • სუპერვაიზერის მითითებით, გასცემს სამუშაოზე დაშვების ნებართვების ფორმებს სხვადასხვა ქვედანაყოფის პერსონალზე და პარალელურად აწარმოებს ცარიელი ნებართვების ფორმების გაცემის შიდა რეგისტრს.
  • აწარმოებს ელექტრო/მექანიკური იზოლაციების, დახურლ სივრცეებში პერსონალის შესვლის, ასევე საექსკავაციო სამუშაოების სერთიფიკატების რეგისტრს.
  • მონაწილეობს რისკების შეფასების პროცესებში (დონე-I; დონე-II).
  • უზრუნველყოფს მოქმედი სამუშაოზე დაშვების ნებართვების ყოველდღიური აუდიტების ჩატარებას და ასევე ამზადებს ყოველდღიურ მოხსენებას აუდიტის შედეგების შესახებ.
  • აკონტროლებს ცვლაში მიმდინარე მუშა პროცესებს შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით, ახდენს დარღვევების იდენტიფიცირებას და ამზადებს სათანადო მოხსენებას.
  • აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების დაცვის ყოველდღიური ინსტრუქტაჟების წარმოების პროცესს სამუშაოების ჩატარების ადგილებზე.
  • სუპერვაიზერთან ერთად, ამოწმებს პერსონალის ათვისებადობის დონეს, სამუშაო პროცესებთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებაში.
  • წარმოების დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ახორციელებს კომპანიის ხანძარქრობის სისტემის და ხანძარქრობის საშუალებების, საევაკუაციო გეგმების, საევაკუაციო მარშრუტების მაჩვენებელი ნიშნულების, ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნულების პერიოდულ აუდიტს (ამზადებს აუდიტის შედეგებს მოხსენების სახით).
  • მონიტორინგს უწევს წარმოების შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემის პროცედურების შესრულებას, დადგენილი წესის მიხედვით.
  • ამოწმებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (თვითმაშველის ჩათვლით) რაოდენობებს, ვარგისიანობას და ამზადებს მოხსენებებს ამ მიმართულებით. ასევე ზრუნავს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგის კონტროლზე და მინიმალური რეზერვის შენარჩუნებაზე.
  • აკონტროლებს საკომუნიკაციო საშუალებების რაოდენობას (რეზერვის ჩათვლით) და გამართულობას (ინფორმაციას შემოწმების შესახებ ასახავს ყოველდღიურ მოხსენებებში).
  • სუპერვაიზერთან ერთად ახორციელებს ფიზიკური ფაქტორების (რომლებიც ზეგავლენას ახდენენ პერსონალის ჯანმრთელობაზე) ვიბრაციის, ხმაურის, მტვერის მონიტორინგს საოპერაციო არეალში (როგორც მაღაროში ისე მაღაროს გარეთ) და მონაცემები შეჰყავს სპეციალურ რეგისტრში.
  • სუპერვაიზერთან ერთად, ატარებს მომწამლავი/ფეთქებადი/მხუთავი აირების და ჟანგბადის კონცენტრაციის ანალიზს დახურულ სივრცეებში სპეციალური ანალიზატორის გამოყენებით და მონაცემები შეჰყავს შესაბამის რეგისტრში.
  • სუპერვაიზერთან ერთად, ამოწმებს გვირაბების სავენტილაციო სისტემის ვარგისიანობას, ეფექტურობას და გვირაბებში მოწოდებული ჰაერის ნაკადის სიჩქარეს (air flow meter-ის გამოყენებით), ამოწმებს მთავარი და დამხმარე ვენტილატორების ვარგისიანობას კომპეტენტურ პირთან ერთად, ასევე ამოწმებს სარეზერვო აგრეგატის ვარგისიანობას, თვითნებური ბრუნვის შემაფერხებელ სამუხრუჭე მოწყობილობებს და სავენტილაციო სისტემის მართვის მოწყობილობებს.
  • უზრუნველყოფს ტერიტორიაზე მიმდინარე საოპერაციო პროცესების შესაბამისობას შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემის ყველა ნორმატიულ დოკუმენტში წარმოდგენილ მოთხოვნებთან.
  • სუპერვაიზერის მითითებით, ელქტრო პერსონალთან ერთად ახორციელებს ელექტრო დანადგარების და ელექტრომოწყობილობების ვარგისიანობის და შესაბამისობის მონიტორინგს, ელექტრო დანადგარების/მოწყობილობების დამიწებების ჩათვლით და აკეთებს მოხსენებებს ამ მიმართულებით.
  • სუპერვაიზერის მითითებით, ახორციელებს აალებადი/ქიმიური ნივთიერებების დასაწყობების ადგილის მონიტორინგს და ამ ტერიტორიაზე დასაქმებული პერსონალის ათვისებადობის დონეს ამ ნივთიერებებთან პერსონალის ურთიერთობის მიმართულებით.
  • სუპერვაიზერთან ერთად, ახორციელებს გვირაბების შიდა კონსტრუქციების (გამაგრებების სტრუქტურის ჩათვლით) გეგმიურ მონიტორინგს.
  • მონიტორინგს უწევს გვირაბში შემსვლელთა (ვიზიტორების ჩათვლით) რეგისტრაციას და ასახავს ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალურ რეგისტრში.
  • ამოწმებს გვირაბების განათების სისტემებს და ამ სისტემების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.
  • აკონტროლებს გვირაბებში განთავსებული წყალამოღვრის სისტემის ვარგისიანობას და შესაბამისობას ადგილობრივ მოთხოვნებთან.
  • აკონტროლებს კომპანიის სამოქმედო არეალში (გვირაბების ჩათვლით) მოძრავი ავტო-ტრანსპორტის და პერსონალის გადაადგილების უსაფრთხოებას.
  • აკონტროლებს ტერიტორიაზე ოპერირებადი სატრანსპორტო საშუალებებისა და მძიმე ტექნიკის ყოველდღიური შემოწმების რეგისტრებს.
  • მონაწილეობას ღებულობს ინციდენტების გამოძიების პროცესებში და მოხსენების მომზადებაში ინციდენტების შესახებ. დახმარებას უწევს სუპერვაიზერს მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ჩამოყალიბებაში და გატარებაში.
  • ატარებს შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქტაჟებს წარმოების ტერიტორიაზე შემოსულ ვიზიტორთათვის, კონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორი კომპანიების პერსონალისათვის და ასევე წარმოებაში სამუშაოდ მიღებული თანამშრომლებისათვის.
  • შესაძლო ეჭვის საფუძველზე, ახორციელებს პერსონალის შემოწმებებს ალკოჰოლზე და ნარკოტიკული თრობის საშუალებების მოხმარებაზე.
  • ახორციელებს სამუშაო ადგილებზე კომპანიის პოლიტიკას, სწორი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მიმართულებით.
  • შრომის უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორი არის საგანგებო ვითარებაზე რეაგირების ჯგუფის წევრი, მხოლოდ ინციდენტის განვითარების პირობებში ის მოქმედებს წარმოების საგანგებო ვითარებაზე რეაგირების გეგმის მიხედვით.

 

ევალება რომ გააჩნდეს:

  • OHSAS 18001:2007 (იგივე  ISO-45001) სტანდარტის ცოდნა.
  • დაგეგმილი მუშა პროცესების სამუშაოზე დაშვების ნებართვების გამოყენებით  წარმოების მიმართულებით.
  • გამოცდილება სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული რისკების შეფასების წარმოების კუთხით.
  • საწარმოში ახლად მიღებული პერსონალისათვის, ასევე ვიზიტორებისათვის შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქტაჟის ჩატარების მიმართულებით.
  • შრომის უსაფრთხოების დაცვის ისპექტირების ჩატარების მიმართულებით საოპერაციო ტერიტორიებზე.
  • სამუშაოზე დაშვების ნებართვების პერიოდული აუდიტის ჩატარების კუთხით.
  • საგანგებო ვითარებაზე პერსონალის რეაგირების მიმართულებით (პლიუსად ჩაითვლება საველე მეცადინეობებიდან მიღებული პრაქტიკა).
  • ხანძარქრობის საშუალებების კლასების, მათი გამოყენების და ამ საშუალებების ინსპექტირების მიმართულებით.
  • სწორი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ.
  • პლიუსად ჩაითვლება გამოცდილება მომწამლავი/ფეთქებადი აირების, ასევე ფიზიკური ფაქტორების (ვიბრაცია, ხმაური, მტვერი) მონიტორინგის ჩატარების კუთხით.
  • მუშაობის გამოცდილება.
  • პლიუსად ჩაითვლება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის, №430  დადგენილების ცოდნა, მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ.
  • კომუნიკაბელური და გააჩნდეს სწრაფად მოქმედების უნარი რთულ სიტუაციებში. ასევე გააჩნდეს გუნდური მუშაობის გამოცდილება.
  • შედგენის უნარი.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (word, excel, PowerPoint, outlook, internet) ცოდნა.

 

უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური) ჩაითვლება პლიუსად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ttodua@cmg.ge

მსგავსი განცხადებები
შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერი

HSE Group


19 ნოემ - 18 დეკ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV