პროექტირების სამსახურის უფროსი

თარიღები: 15 ოქტ - 13 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@ag.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო პროექტების მართვა სოფლის მეურნეობა:  ნიადაგის დამუშავების/მელიორაციის ექსპერტი

შპს „საქართველოს მელიორაცია“ აცხადებს ვაკანსიას პროექტირების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

 

უშუალო დაქვემდებარება: სამელიორაციო პროექტების დაგეგმვის და მართვის  დეპარტამენტის უფროსი.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის საპროექტო-საკონსულტაციო მომსახურების (დეტალური პროექტები, სატენდერო დოკუმენტაციები, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებები) დაგეგმვაში და ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობა; 
  • სამელიორაციო ინფრასტრუქტურის (სარწყავი და დამშრობი სისტემები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები) მშენებლობისა და რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის დეტალური საინჟინრო პროექტების და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების მართვა,  დამტკიცებული გეგმების და ტექნიკური დავალებების შესაბამისად;
  • კონტრაქტორი საპროექტო ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების, დეტალური საინჟინრო პროექტების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გასხვისების, განსახლების, სოციალური დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის და პროექტის შემადგენელი სხვა დოკუმენტაციების მომზადების პროცესების ზედამხედველობა;
  • კონტრაქტორი საპროექტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების  განხილვა, შეფასება,  მათი ტექნიკურ დავალებებთან და შერჩეულ ოპტიმალურ ვარიანტთან შესაბამისობაზე მომზადებული დასკვნების ანალიზი. სადაო ტექნიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება. პროექტების განხილვა-შეფასება-შეთანხმების ორგანიზება და  მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტის პროექტის  შესაბამისობის შეფასება. მათ შორის:  საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა,  ჰიდროლოგიური მონაცემების ანალიზი, ჰიდრავლიკური გაანგარიშება, არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი,  საინჟინრო ქსელები;
  • საპროექტო დოკუმენტაციის სხვადასხვა უწყებასთან შეთანხმება. ექსპერტიზის,  ტექნიკური პირობების და სამშენებლო ნებართვების მიღებასთან დაკავშირებული სტანდარტული პროცედურების დაცვა და მათი მოპოვების პროცესის კოორდინაცია;
  • ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის  შეფასება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებაში, საშემსრულებლო ნახაზების და ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმება ზედამხედველობის და მონიტორინგის სამსახურთან ერთად (საჭიროების შემთხვევაში);
  • მშენებლობის და რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოების მიმდინარეობაზე,  საავტორო ზედამხედველობის  განხორციელება;
  • დამთავრებული ობიექტების საექსპლუატაციოდ მიმღები კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების,  სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება. დავალებების შესრულების ვადებისა და ხარისხის დაცვის მართვა და კონტროლი;
  • პროექტირების სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი  განათლება საინჟინრო განხრით; ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია (სასურველია მაგისტრის ხარისხი); არქიტექტორის კვალიფიკაცია სამშენებლო სფეროში არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საინჟინრო შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში, სამშენებლო პროექტების დაგეგმვის, მომზადების, განხორციელების და ზედამხედველობის საქმეში;
  • გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო, გარემოსდაცვითი, სოციალური და პროექტების სხვა შემადგენელი ნაწილების   ნორმებისა და წესების გამოყენებაში;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

 

სხვა მოთხოვნები:

  • პროექტის მაღალ დონეზე მართვის უნარი;
  • სასურველია ერკვეოდეს შემდეგ საკითხებში: სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვის რეჟიმები, ევაპოტრანსპირაცია, წყალმოთხოვნილება და წყალუზრუნველყოფა, წყალგანაწილების და წყალსარგებლობის გეგმები, ჰიდრომოდული, მარგი ქმედების კოეფიციენტი, წყლის გამოყენების კოეფიციენტი, ჰიდრომეტრია, რწყვის ორგანიზაცია (ზედაპირული, წვეთური და დაწვიმებითი მორწყვის სისტემები), მართვის უნარი;
  • საქართველოს ფარგლებში მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 15.11.2019.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „პროექტირების სამსახურის უფროსი".

მსგავსი განცხადებები
პროექტირების სამსახურის მთავარი ინჟინერი

საქართველოს მელიორაცია


21 ოქტ - 18 ნოემ

logo

პროექტირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

საქართველოს მელიორაცია


21 ოქტ - 18 ნოემ

logo

B.O.Q specialist

იორკ თაუერს


17 ოქტ - 15 ნოემ

Project Manager

Silk Road Group


05 ნოემ - 04 დეკ

ინჟინერ-დამპროექტებელი

თერმა


29 ოქტ - 27 ნოემ

ინჟინერ-მშენებელი

სის ბიზნეს სერვისი


21 ოქტ - 19 ნოემ

logo

მებაღე

ფლორატო


05 ნოემ - 04 დეკ

logo


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV