საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

თარიღები: 10 ოქტ - 20 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@sector3.ge
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები

გახდი, სექტორი 3 -ის უნიკალური, გამოცდილი, კრეატიული, პროფესიონალი, მრავალფეროვანი და ინოვაციური გუნდის წევრი.

 

სექტორი 3 ეს არის ჰაბი, რომელიც თავს უყრის ინტელექტუალურ რესურსს ქვეყნის შიგნით და გარეთ, ქმნის შესაძლებლობებს ახალი თაობის ლიდერების აღმოჩენისა და საზოგადოებრივ ასპარეზზე წინ წამოწევისთვის, ხელს უწყობს სამოქალაქო, საჯარო, კერძო და სხვა სექტორებს შორის კომუნიკაციისა და პარტნიორობის გაუმჯობესებას, ახალი ინიციატივების წამოწყებას და უკვე არსებული გამოწვევებისთვის გადაწყვეტების პოვნას.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

 

განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

  • ახორციელებს ორგანიზაციის საქმიანობის, მიმართულებებისა და მიზნების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;
  • ახორციელებს ორგანიზაციის იმიჯის ფორმირებას და პოზიციონირების გამყარებას ბორდის წევრებთან ერთად;
  • ურთიერთობს მედია საშუალებებთან;
  • ამზადებს პრეს-რელიზებსა და ავრცელებს ანონსებს
  • კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის სოციალურ ქსელების მართვას;
  • გეგმავს/მართავს პროექტების, ღონისძიებებისა და ორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილ სხვა პიარკამპანიებს;
  • ახორციელებს დაგეგმილი ღონისძიებების ვიზუალურ შეფუთვას მის დაქვემდებარებაში მყოფ მულტიმედია დიზაინერთან ერთად;
  • ორგანიზებას უწევს საინფორმაციო ბეჭდური და/ან ელექტრონული მასალების მომზადებას;
  • თანამშრომლობს პარტნიორ / კონტრაქტორ ორგანიზაციასთან, რომელიც მუშაობს სექტორი 3-ის სტრატეგიულ კომუნიკაციაზე და მასთან ერთად გეგმავს, რიგ შემთხვევაში დამოუკიდებლად გეგმავს და ახორციელებს შემუშავებულ პიარკამპანიას/აქტივობას;
  • ხელმძღვანელობს ორგანიზაციისთვის შემუშავებული სტრატეგიული კომუნიკაციის სტრატეგიისა და ბრენდბუქის შესაბამისად;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მინ. 4  წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • ინგლისური ენა - მინიმუმ B2
  • უმაღლესი განათლება PR, კომუნიკაციის, ჟურნალისტიკის ან მონათესავე სფეროში;
  • ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელების გამოცდილება;
  • სოციალურ მედიასთან მუშაობის გამოცდილება (Facebook, Twitter, Instagram);
  • დიზაინერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • სტამბებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინტერვიუს ჩაწერისა და სიუჟეტის მომზადების გამოცდილება;
  • წერისა და რედაქტირების უნარ-ჩვევები;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • კრეატიული
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
  • როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობის უნარი;
  • ანალიზისა და სწრაფად რეაგირების უნარი
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

 

საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია

  • CV
  • სამოტივაციო წერილი;
  • ინფორმაცია ორი რეკომენდატორის ვინაობისა და მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა საჭირო დოკუმენტები/ინფორმაცია გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@sector3.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ოქტომბრისა; სათაურის ველში მიუთითეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ;

 

შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ პირებს;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook გვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე hr@sector3.ge ;

სექტორი 3 დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს იძლევა. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

მსგავსი განცხადებები
Junior Operations Analyst

Glovo


03 ოქტ - 01 ნოემ

Marketing Manager

Amante Narikala


09 ოქტ - 31 ოქტ

PR და მარკეტინგის მენეჯერი

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი


03 ოქტ - 01 ნოემ

PR მენეჯერი/IT სპეციალისტი

ვიპ სერვისიზ


08 ოქტ - 05 ნოემ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


09 ოქტ - 07 ნოემ

PR-მენეჯერი/სარეკლამო მენეჯერი

საინფორმაციო სერვისი მაქსიმი


08 ოქტ - 05 ნოემ

logo

Senior Communications Officer

მსოფლიო ბანკი


18 ოქტ - 30 ოქტ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV