ტრენინგ კურსი პროექტის მართვა მშენებლობაში

თარიღები: 07 ოქტ - 05 ნოემ
მდებარეობა: თბილისი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, „მართვის აკადემიასთან“ თანამშრომლობით, გთავაზობთ ტრენინგ კურსს „პროექტის მართვა მშენებლობაში“.

 

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის პრიორიტეტულ მიმართულებას, სხვა სერვისებთან ერთად, წარმოადგენს, საქართველოში სამშენებლო ბიზნესის განვითარების მიზნით, კადრების მომზადება და გადამზადება; სპეციალიზირებული სასწავლო კურსების შექმნა და მართვა; ასოციაციის წევრი კომპანიების სერტიფიცირებული კადრებით უზრუნველყოფა და სწორედ აქედან გამომდინარე მართვის აკადემიასთან კოლაბორაციით, ასოციაციის მიზანია, კონკრეტული შეთავაზებული კურსით ხელი შეუწყოს სამშენებლო სექტორში დასაქმებული კადრების: საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერების, პროექტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებას.


მართვის აკადემიის შესახებ

მართვის აკადემია დაარსდა 2011 წელს და წარმოადგენს არამომგებიან ორგანიზაციას (სოციალურ საწარმოს), რომლის მისიაა მართვის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს ბიზნეს, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში ხარისხიანი ტრენინგების, მასალებისა და ურთიერთქმედების (networking) შესაძლებლობების შექმნის გზით. ჩვენი ტრენინგები გამიზნულია მონაწილეების მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე. შეხვედრების დროის მინიმუმ 50% ეთმობა რეალური სიტუაციების, პროექტებისა და ამოცანების მომზადებას, განხილვას და დოკუმენტირებას. ჩვენი ყველა ტრენერი და პარტნიორი არის უმაღლესი კლასის პროფესიონალი სწავლებისა და პრაქტიკული მუშაობის მინიმუმ 12 წლიანი გამოცდილებით. პროექტის მართვის ტრენინგი მართვის აკადემიის პირველი პროდუქტია. ამ დროის განმავლობაში მოცემული კურსი ჩაუტარდა 70-ზე მეტ ჯგუფს, რომლის ფარგლებში 1 000-ზე მეტმა მენეჯერმა (კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორიდან) მიიღო კვალიფიციური და პრაქტიკული ცოდნა პროექტების უკეთ მართვის შესახებ. 8 წლის განმავლობაში ტრენინგი მუდმივად ვითარდებოდა და მასში გათვალისწინებულია როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე მიდგომები. სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი ტრენინგების მონაწილეების 100% ადასტურებს, რომ ტრენინგის შედეგად გააუმჯობესა შედეგები და რეკომენდაციას უწევს მართვის აკადემიას.

 

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია სამშენებლო კომპანიების (მ.შ. სამშენებლო, საზედამხედველო, მასალების მწარმოებელი და დილერი, მძიმე ტექნიკის დილერი, დეველოპერული და სხვა), ასევე მათი პარტნიორი ორგანიზაციების საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან სამშენებლო პროექტების მართვაში ჩართულნი და საჭიროებენ პროექტის მართვის მეთოდოლოგიისა და საშუალებების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას.

კურსის მიზანია მონაწილეების როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ისე პრაქტიკული უნარების განვითარება. პროექტების მართვის გავრცელებული მეთოდოლოგიებისა და ტექნიკის შესწავლის გზით, კურსი დაეხმარება მსმენელებს გახდნენ უკეთესი მენეჯერები. კურსის თეორიული ნაწილი აგებულია ფართოდ აღიარებულ PMI მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით (Project Management Institute - www.pmi.org), ხოლო პრაქტიკული ნაწილი ქართული და საერთაშორისო სამშენებლო პროექტების მაგალითებითაა გადმოცემული.

 

რას მიიღებთ კურსის გავლით

კურსის გავლის შემდეგ მის მონაწილეებს შეეძლებათ, გააანალიზონ და გადაჭრან ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება სამშენებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას. შეძლებენ მიიღონ პასუხი შემდეგ მთავარ კითხვებზე:

  • რა არის პროექტი?
  • ვინ არიან პროექტის მთავარი და სხვა მონაწილეები?
  • როგორია წარმატებული პროექტი და რა უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად?
  • როგორ ვმართოთ პროექტის პრიორიტეტები?
  • რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რა დაგვჭირდება ამისთვის?
  • როგორ ვმართოთ პროექტის გუნდი?
  • როგორ ვმართოთ პროექტის რესურსები?
  • რა სპეციფიკაციები აქვს სამშენებლო პროექტებს და როგორ უნდა გამოვიყენოთ მეთოდოლოგია სამშენებლო პროექტების წარმატებით მართვისთვის?

 

კურსის ფარგლებში მონაწილეები, საკუთარი კომპანიების და განყენებულ ბიზნეს-ქეისებზე დაყრდნობით, დაამუშავებენ შემდეგ საპროექტო დოკუმენტებს:

  • პროექტის წესდება (Project Charter)
  • შინაარსი (Project Scope Statement)
  • WBS (Work Breakdown Structure) & WBS Dictionary - MindManager-ის დახმარებით
  • გეგმა-გრაფიკი (Schedule) - MS Project-ის დახმარებით
  • ბიუჯეტი (Budget) - MS Excel
  • კომუნიკაციის გეგმა (Communication Plan)

 

მონაწილეები მიიღებენ კურსის სლაიდებს, მითითებებს შესაბამის ლიტერატურაზე, დოკუმენტების შაბლონებს და შესაბამის სერტიფიკატს.

 

ტრენინგის შინაარსი

 

დღე 1: რა არის პროექტი? ვინ არიან პროექტის მთავარი მონაწილეები? პროექტის გუნდის და კომუნიკაციის მართვა (6 საათი)

რას მივიღებთ: ზოგადი მიმოხილვა. პროექტის მართვის რა მეთოდოლოგიები არსებობს? ვინ ვინ არის პროექტში? რატომ უნდა განისაზღვროს პროექტის მთავარი მონაწილეები და მათი პასუხისმგებლობები პროექტის დასაწყისიდანვე? რატომაა მნიშვნელოვანი პროექტის გუნდის მართვა და როგორ უნდა ვმართოთ? რა საშუალებები და ტექნიკები არსებობს პროექტის გუნდის სამართავად? ვისთან, რა ფორმით და რა დოზით უნდა ვიურთიერთოთ პროექტში და კომუნიკაციის რა საშუალებები არსებობს.

 

დღე 2: პროექტის ფაზები და პროექტის შინაარსის მართვა (6 საათი)

რას მივიღებთ: რა ფაზებისგან შედგება პროექტი? რატომაა მნიშვნელოვანი პროექტის თავიდანვე სწორად განსაზღვრა და წამოწყება? შედეგად მივიღებთ პროექტის წესდების დოკუმენტს (Project Charter). პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის - შინაარსის (Project Scope) განსაზღვრა და მისი მართვა. შედეგად მივიღებთ პროექტის შინაარსის დოკუმენტს შესაბამისი დანართებით. 

 

დღე 3: დროის მართვა. პროექტის გეგმა-გრაფიკი (6 საათი)

რას მივიღებთ: რა ფაზებისგან შედგება პროექტი? რატომაა მნიშვნელოვანი პროექტის თავიდანვე სწორად განსაზღვრა და წამოწყება? შედეგად მივიღებთ პროექტის წესდების დოკუმენტს (Project Charter). პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის - შინაარსის (Project Scope) განსაზღვრა და მისი მართვა. შედეგად მივიღებთ პროექტის შინაარსის დოკუმენტს შესაბამისი დანართებით.

 

დღე 4: პროექტის დანახარჯების მართვა. პროექტის ბიუჯეტი. პროექტის რისკების მართვა (6 საათი)

რას მივიღებთ: რა უნდა გავითვალისწინოთ დანახარჯების დაგეგმვისას? რატომაა მნიშვნელოვანი პროექტის რისკების მართვა და როგორ უნდა ვმართოთ? მოდულის შედეგად მივიღებთ პროექტის ბიუჯეტსა და პროექტის რისკების გეგმას.

 

ტრენერები

 

ვანო ნადირაძე:

  • პროფესიონალი პროექტის მენეჯერი
  • მართვის აკადემიის პარტნიორი და ტრენერი
  • PMP - საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი
  • 10+ წლიან გამოცდილება ტრენინგების ჩატარებაში
  • 10+ წლიან გამოცდილება IT და ბიზნეს პროექტების მართვაში
  • “PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის" დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი
  • კომპანია "პროექტის მართვის ექსპერტების" (pme.ge) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
  • ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრი
  • MBA - Grenoble Graduate School of Business (საფრანგეთი), მაგისტრანტი (დასრულება 2020 წ.)

მეტი დეტალებისთვის გთხოვთ იხილოთ: https://www.linkedin.com/in/vnadiradze 

 

ლელა მაჩაიძე:

  • პროფესიონალი პროექტის მენეჯერი
  • მართვის აკადემიის ტრენერი
  • PMP - საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი
  • 15+ წლიან გამოცდილება მშენებლობის და ინფრასტრუქტურის, საჯარო სექტორის, ჯანდაცვის სისტემების პროექტების, პროგრამების და ოპერაციების მართვაში
  • “PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი
  • კომპანია "პროექტის მართვის ექსპერტების" (pme.ge) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
  • მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი
  • ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრი MBA

 

მეტი დეტალებისთვის გთხოვთ იხილოთ: https://www.linkedin.com/in/lela-machaidze-pmp-mba-55568011/ 

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 21 ნოემბრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfk9MR0Fb7e5B7XL3LzzsztQyxuoMycpnFD8DXTEQ5JLMvo0w/viewform

პერიოდი / ხანგრძლივობა: 24, 30 ნოემბერი, 7-8 დეკემბერი, 2019 წ. 10:00 – 17:30 (4 შეხვედრა, სულ 24 საკონტაქტო საათი).

ადგილი: ლუბლიანას 13ბ, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.

ტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 1100 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის ღირებულების 50%-ს.

წარმატებულ დღეს გისურვებთ!

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

OneSoft Training Centre


23 სექ - 22 ოქტ

3D Max-სამგანზომილებიანი გრაფიკის და ანიმაციის კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 ოქტ - 08 ნოემ

Advanced Excel, მონაცემთა ბაზები, IT WEB ტექნოლოგიები, სამშენებლო და საინჟნრო და 2D ,3D პროგრამები

VIP Intellect Group


18 სექ - 17 ოქტ

ArcGIS-10.4 გეოინფორმაციული სისტემები

VIP Intellect Group


18 სექ - 17 ოქტ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


09 ოქტ - 07 ნოემ

IT ინჟინერიის სასწავლო კურსი თბილისსა და გორში

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი


27 სექ - 26 ოქტ

IT ტექნოლოგიები;კომპიუტერული ინჟინერიის,ქსელის და ვებ პროგრამირების კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 ოქტ - 08 ნოემ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV