ინვენტარიზაციის სპეციალისტი

თარიღები: 04 ოქტ - 01 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სეზონური/დროებითი
მივლინება: დიახ
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური ქართული
ელ. ფოსტა: lashalezh@gmail.com
მისამართი: მარშალ გელოვანის გამზ. N2
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  მარაგების მართვა

კომპანიის შესახებ

“ქართული საშემფასებლო კომპანია” წარმოადგენს პროფესიონალ შემფასებელთა, აუდიტორთა და ექსპერტთა ჯგუფს, რომელთა ძირითადი ბირთვი 1998 წლიდან ეწევა პროფესიონალურ საქმიანობას. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ქონების შეფასებასთან დაკავშირებული მომსახურების სრულ სპექტრს (უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება, ბიზნესის შეფასება, არამატერიალური აქტივების შეფასება, ყველა მომსახურება ხორციელდება შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით), ასევე ძირითადი საშუალებების და მარაგების ინვენტარიზაციას.

ქართული საშემფასებლო კომპანიის კლიენტებს წარმოადგენენ ისეთი ცნობილი კომპანიები როგორებიც არიან: BP (Britsh Petroleum), GWP, Gulf, Smart, Wendy’s, Socar, Rompetrol, Geo Hospitals, Wissol, EVEX, ფ. თოდუას კლინიკა და ა.შ.

ჩვენი კომპანიის სამ შემფასებელს აქვს MRICS წოდება (დიდი ბრიტანეთის სერტიფიცირებულ შემფასებელთა სამეფო ინსიტუტის წევრები - Member of Royal Institution of Chartered Surveyors) და REV წოდება (ევროპის აღიარებული შემფასებელი - Recognized European Valuer), რაც მსოფლიოში აღიარებული კვალიფიკაციის აღმნიშვნელია და მიუთითებს მომსახურეობის უმაღლეს სტანდარტზე.

პირველად საქართველოში, ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ დაზღვეულია ჩვენი კომპანიის ექსპერტების პირადი პასუხისმგებლობა (POLICY #PFL 022/11), რაც უდავოდ ამცირებს დამკვეთის რისკებს და ზრდის ჩვენს მიერ მომზადებული ანგარიშებისა და დასკვნების საიმედოობას.


„ქართული საშემფასებლო კომპანია“ აცხადებს ინვენტარიზაციის სპეციალისტის ანაზღაურებად ვაკანსიას.
 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ვიზიტების დაგეგმვა და გეგმის მიხედვით ობიექტების შემოვლა.
  • კლიენტის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების და მარაგების ინვენტარიზაცია ობიექტებზე და საწყობებში;
  • ინვენტარიზაციის შემდგომ ოქმის შედგენა დადგენილი წესის მიხედვით;
  • აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაციის Microsoft Excel-ის სპეციალურ შაბლონურ ბაზაში შეყვანა;
  • ბაზაში შეყვანილი ინფორმაციის გადამოწმება/დამუშავება;
  • აღწერილი ძირითადი საშუალებებისა და მარაგების კლიენტის საბუღალტრო მონაცემებთან დადარება.

 

მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის და/ან ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო დონის ცოდნა (განიხილებიან მე-3 დამე-4 კურსის სტუდენტებიც);
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვენტარიზაციის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა (პროგრამული ან/და წერილობითი);
  • MS Excel-ის კარგად ცოდნა;
  • სასურველია მართვის მოწმობის ქონა.

 

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელური და მოტივირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინარული.

 

სამუშაო პირობები

  • დასაქმება პროექტების მიხედვით;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • შესაძლო მივლინებები რეგიონებში.

 

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრების ეტაპს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV/რეზიუმე მისამართზე lashalezh@gmail.com გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ „ინვენტარიზაციის სპეციალისტის ვაკანსია“.

„ქართული საშემფასებლო კომანია“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ქართული საშემფასებლო კომპანიის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
ინვენტარიზაციის მენეჯერი

ემ ეს ჯგუფი


24 სექ - 23 ოქტ

ინვენტარიზაციის მენეჯერი

ქებული კლიმატი


04 ოქტ - 02 ნოემ

logo

ინვენტარიზაციის სპეციალისტი

ენ ერ ჯი ჯორჯია


18 ოქტ - 30 ოქტ

logo

მარაგების მენეჯერი ნატახტარში

ბარამბო


09 ოქტ - 25 ოქტ

მიმღები - ოპერატორი

აგროჰაბი


01 ოქტ - 29 ოქტ

მიმღები - ოპერატორი

აგროჰაბი


19 ოქტ - 15 ნოემ

პროდაქტ მენეჯერი

ალტა


21 ოქტ - 19 ნოემ

logo


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV