ტრენინგი - პროექტის მენეჯმენტი

თარიღები: 01 ოქტ - 25 ოქტ
მდებარეობა: თბილისი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

პროექტის მენეჯმენტი

ტრენინგი განკუთვნილია, როგორც მოქმედი პროექტების მენეჯერებისათვის, ასევე დამწყებთათვის და ნებისმიერი კომპანიის თანამშრომლებისათვის, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან ჩართულნი მცირე და დიდი პროექტების განხორციელებაში.

განხილულ იქნება პროექტის მენეჯმენტის მართვის სრული ციკლი, როგორც ძირითადი თეორიული საკითხების შესწავლის, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების გზით. 

ტრენინგზე თითოეული მონაწილე გამოიმუშავებს იმ უნარებს, რაც აუცილებელია პროექტის მენეჯერისათვის, იმისათვის, რომ უკეთ წარმართოს საკუთარი საქმიანობა.

ტრენინგი ითვალისწინებს MS Project საფუძვლების ინდივიდუალურ სწავლებას, კომპიუტერულ ლაბორატორიაში.

 

მეთოდოლოგია:

ტრენინგი მიმდინარეობს საერთაშრისო სტანდარტის PMbok 5th მიხედვით.

თეორიული მასალა მიეწოდებათ სტუდენტებს პრეზენტაციების სახით. პრაქტიკულ სავარჯიშოები შესრულდება სამუშაო ჯგუფებში სტუდენტების მიერ, ტრენერის ხელმძღვანელობით.

ტრენინგის განმავლობაში მოხდება ერთი ძირითადი პროექტის ეტაპობრივი თემატური გაშლა და მასზე მუშაობა.

სტუდენტებს გადაეცემათ სასწვლო მასალები, ელექტრონული სახელმძღვანელოები და პროექტების მართვის ტემპლეიტები.

 

ტრენინგის თემატიკა:

  • პროექტის მართვის ძირითადი საფუძვლები:
  • პროექტის სასიცოცხლო ციკლი, SWOT ანალიზი;
  • გადაწყვეტილების მიღების ხერხები. კონფლიქტური სიტუაციების მართვა. მოქმედების სავარაუდო, რეალური და ფაქტიური ხანგრძლივობები;
  •  პროექტის ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმები. პროექტის გუნდის განვითარების თანამედროვე მოდელები;
  • პროექტის დაგეგმვა და პროექტის ბიუჯეტის შედგენა, რისკების დონის გაზომვა;
  • პროექტის გუნდის შექმნა;
  • ახალი ორგინალური იდეების განხორციელება პროექტის მენეჯმენტის პრაქტიკაში;
  • კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება პროექტის დროისა და რისკების მართვის უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;
  • IT-პროექტების მენეჯმენტი ( MS Project-ის გამოყენებით) შესავალი ITIL–ში: ძირითადი ტერმინები
  • პროექტის გეგმის შედგენა. პროექტის მართვის კომპიუტერული პროგრამა MS Project Professional- ის მიმოხილვა და მასთან მუშაობის საფუძვლები;
  • დანერგვის გეგმების ფორმირება ბიზნესის მოთხოვნათა შესაბამისად;
  • WBS კოდის შექმნა., მისთვის სიმბოლოების განსაზღვრა;
  • მოქმედებები, ბაზისური კალენდრები, ფაზები და ქვემოქმედებები. პროექტის გეგმის ლოგიკური ჯაჭვი მოქმედებებს შორის;
  • წინსწრებისა და შეყოვნების ( lead და lag) დროები. მოქმედებების იერარქიული სტრუქტურა (WBS კოდი).გახლეჩილი მოქმედებები;
  • რესურსების დაგეგმვა და მისი განსაზღვრის წესები;
  • რესურსები და პროექტის ღირებულება. რესურსების ჩამონათვალის შექმნა MS Project-ის გარემოში;
  • რესურსები და კალენდარი. რესურსების მოქმედებებთან დაკავშირების ხერხები. რესურსის ინდივიდუალური სამუშაო კალენდრის მოდიფიკაცია;
  • პროექტის ღირებულება. ფიქსირებული დანახარჯები;
  • რესურსისთვის რამოდენიმე განსხვავებული სახელფასო განაკვეთის მითითება;
  • მართვის ორგანიზაციული ცვლილებები, წინაღობები;
  • კონფლიქტური სიტუაციები და მათი აღმოფხვრის გზები. პროექტის გეგმის განახლება;
  • განტის დიაგრამა, დიაგრამების ფორმატირება, დიაგრამის დამატებითი პარამეტრები ამოცანებით და რესურსებით სარგებლობის დიაგრამა;
  • რისკების ანალიზი, ხედები და ფორმები პროექტის გეგმის შეთანხმება – დაბეჭდვა და ცვლილებების შეტანა.
  • პროექტის წერა, ანალიზი- • მცირე პროექტის შექმნა,პროექტის სახელწოდების მნიშვნელობა.პროექტის სცენარი; • პროექტის სამოქმედო გეგმის, ბიზნეს გეგმის გაწერა, სტანდარტული სახით და ტემპლეიტების მიხედვით • პროექტის პრეზენტაცია, ანალიზი.
  • მსმენელის შეფასების სისტემა, მეთოდები და სერთიფიცირება: მსმენელის შეფასება ხორციელდება ტრენინგკურსის დასასრულს 100 ქულიანი სისტემით პრაქტიკული სამუშაოს სახით (პროექტის შექმნა).

 

ტრენერი: თამუნა ლომინაძე

თამარ ლომინაძე – პროფესიით, მათემატიკოსი, გახლავთ ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკოსი და IT აუდიტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის-დარგის ფასილიტატორი, „პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის“ და „ვებ-ტექნოლოგიების სპეციალისტის“ პროფესიული პროგრამების ავტორი, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის მენეჯერი.

 

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 360 ლარი  
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი

ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათი/ხუთშაბათი, 19:00 – 22:00  

  • სასწავლო მასალა გადმოგეცემათ უფასოდ;
  • კურსის გავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია ფასდაკლებები:

  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

 

დარეგისტრირდი აქ :  https://trainings.ibsu.edu.ge/registration/

"IBSU Training Center"

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, N2,

თბილისი 0131

ტელ.: 2 59 50 05/06 (140)

მობ.: +995 599 953 894

ელფოსტა: training@ibsu.edu.ge

http://www.trainings.ibsu.edu.ge/

https://www.facebook.com/IBSUTrainingCenter2011/

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

OneSoft Training Centre


23 სექ - 22 ოქტ

3D Max-სამგანზომილებიანი გრაფიკის და ანიმაციის კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 ოქტ - 08 ნოემ

Advanced Excel, მონაცემთა ბაზები, IT WEB ტექნოლოგიები, სამშენებლო და საინჟნრო და 2D ,3D პროგრამები

VIP Intellect Group


18 სექ - 17 ოქტ

ArcGIS-10.4 გეოინფორმაციული სისტემები

VIP Intellect Group


18 სექ - 17 ოქტ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


09 ოქტ - 07 ნოემ

IT ინჟინერიის სასწავლო კურსი თბილისსა და გორში

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი


27 სექ - 26 ოქტ

IT ტექნოლოგიები;კომპიუტერული ინჟინერიის,ქსელის და ვებ პროგრამირების კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 ოქტ - 08 ნოემ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV