კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

თარიღები: 01 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: დოქტორი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ელ. ფოსტა: info@eu.du.ge
ტელეფონი: 032 2141 181
მეცნიერება/განათლება:  უნივერსიტეტი ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი

შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს სამართლის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

პროფესორის - 8  ვაკანსია;

 

კერძოდ:

  • სამოქალაქო სამართალი - პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • საჯარო სამართალი - პროფესორი -2 ვაკანსია;
  • ადმინისტრაციული სამართალი - პროფესორი -2 ვაკანსია;
  • აკადემიური წერა დოქტორანტებისათვის - პროფესორი -1 ვაკანსია ( სასურველია ლინგვისტი);
  • პედაგოგიკა -  პროფესორი -1 ვაკანსია (აუცილებელი პირობა - პედაგოგიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის ქონა).

 

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

  • პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):
  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (სასურველია უცხოეთში მიღებული განათლებით);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  •  შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების და სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) ხედვა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
  • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები;
  • სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა;
  • დასრულებული კვლევითი პროექტები;
  • რედაქტორობა;
  • გამოცემული მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები;
  • კვალიფიკაციის ამაღლება.
  • კონკურსის შედეგად პირის არჩევის შემთხვევაში უნივერსიტეტთან აფილირების შეთანხმების გაფორმება.

 

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ადგილზე, საქმისწარმოების სამსახურში ან ელექტრონულად  info@eu.edu.ge);
  • ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების, პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები, სახელმწიფო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • უცხოეთში მიღბული განათლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსი ჩატარდება ევროპის უნივერსიტეტის „აკადემიური და მოწვეული პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნების და არჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.

მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

 

კონკურსის ვადები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2019 წლის 01 ოქტომბრიდან;   
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 01 ნოემბრიდან  9 ნოემბრის  ჩათვლით; 
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2019  წლის 15 ნოემბრისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2019  წლის 22 ნოემბრისა;
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2019  წლის 29 ნოემბრისა;  
  • დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში 2019 წლის 01 ნოემბრიდან 9 ნოემბრის  ჩათვლით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, სარაჯიშვილის N17; დ. გურამიშვილის გამზ. N76.  info@eu.du.ge

ტელ: 032 2141 181; 032 2000 171.

მსგავსი განცხადებები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კომპიუტინგი/ინფორმატიკის მიმართულებით

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი


20 სექ - 19 ოქტ

3D – მაქსის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


04 ოქტ - 31 ოქტ

logo

Communications Manager

ბრიტანულ-ქართული აკადემია


01 ოქტ - 15 ოქტ

English language teachers

Unique Learning


04 ოქტ - 02 ნოემ

ავტოკადის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


04 ოქტ - 31 ოქტ

logo

არაბული და თურქული ენის მასწავლებელი თბილისსა და რუსთავში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


09 ოქტ - 07 ნოემ

logo

არაფორმალური განათლების სასკოლო კლუბის ლიდერი / სოციალური მედიის მენეჯერი

ვისქიჯორჯია


24 სექ - 23 ოქტ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV