კომერციული დირექტორი

თარიღები: 01 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: tlomashvilit@gmail.com
TOP მენეჯმენტი:  კომერციული დირექტორი

შპს ,, ემ ეს ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

 

მოვალეობები:

  • კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად, კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
  • სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვებისა  და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების  რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
  • პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოვების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების, კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების და შესაბამისი სამოქმედო გეგმების  შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • მაღაზიების საცალო ქსელის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა, რაც მოიცავს, როგორც არსებული მაღაზიების გადაადგილება/ოპტიმიზაციას, ასევე ახალი ფილიალების გახსნას;
  • კომპანიის სარეალიზაციო ქსელში, ყველა ძირითად სავაჭრო არხზე ახალი პროდუქტების დამატების იდეის შესაბამისი ფინანსური გათვლებისა და პროექტების მომზადება და წარდგენა გენერალურ დირექტორთან დასამტკიცებლად. ასევე, სარეალიზაციო ქსელში ახალი პროდუქტის დამატების პროცესის სრულყოფილი მენეჯმენტი;
  • საცალო ვაჭრობის ქსელში მომხმარებლის მომსახურების და ზოგადად გაყიდვების უმაღლესი სტანდარტების შემდგომი დახვეწა და სიახლეების პრაქტიკაში დანერგვა. შემუშავებული სტანდარტების დაცვის კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება;
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და დილერებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორცილება;
  • გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლების ოპერატიულ საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერის განხორციელება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობისა და მათ მიერ შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი;
  • თანამშრომელთა მოტივირებისთვის, კომერციული დეპარტამენტის მიზნებზე მორგებული საბონუსე სქემების შემუშავება/კორექტირება და პრაქტიკაში დანერგვა;
  • კომერციული დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა კომპანიაში ბიუჯეტირების ერთიანი პროცესის ფარგლებში;
  • კომპანიის დირექტორისთვის რეგულარულად კომერციული საქმიანობის ამსახველი  ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა, მომზადება და წარდგენა;
  • კომერციულ დეპარტამენტში აუცილებელი ორგანიზაციული რეგულაციების და ინსტრუქციების შექმნა.
  • კომერციული დეპარტამენტის მიზნების შესაბამისი თანამშრომელთა გუნდის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობის აღება და მის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა  (შერჩევა, ტრენინგები, სასწავლო პროგრამები და სხვ.);
  • დეპარტამენტში დასაქმებული თანამშრომლების მუდმივ განვითარებაზე, მოტივირებასა და კორპორატიული ერთგულების ამაღლებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად.
  • მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი, ხოლო მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე (დირექტორი, დეპარტამენტის უფროსი და სხვ.) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
  • სასურველი ონლაინ გაყიდვების გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი; 
  • მიზანმიმართული და დასახული მიზნების შესრულებაზე ორიენტირებული;
  • ლიდერობის, მართვის და ორგანიზების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გაყიდვების მაღალ დონეზე განვითარებული უნარები;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • თვითმოტივაციის და თანამშრომლების მოტივირების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;

 

დამატებითი ინფორმაცია: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: tlomashvilit@gmail.com

 


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV