ორგანიზაციის დირექტორი მესტიაში

თარიღები: 23 სექ - 19 ოქტ
მდებარეობა: თბილისი ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 3000
განათლება: მაგისტრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: shaninfo@gmail.com
ტელეფონი: +995 599 34 49 48
TOP მენეჯმენტი:  გენერალური დირექტორი/დირექტორი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დანიშნულების ადგილის მართვის  ორგანიზაცია „შან“ (სვანეთის ტურისტული განვითარების ორგანიზაცია) აცხადებს კონკურს დირექტორის პოზიციაზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დამუძნებელთა მიერ დამტკიცებულ  მოთხოვნებს. 

 

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები:

ორგანიზაცია დაფუძნდა შემდეგი მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად:

  • ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით რეგიონისთვის  ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების შემუშავება, რაც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას.
  • აქტივობების განხორციელება ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებისა და ტურიზმის რეგიონული განვითარების კუთხით,  ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად და საქართველოს ეროვნული ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და პრიორიტეტების მიხედვით;
  • სვანეთში ტურიზმის სექტორის განვითარების მიზნით, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის, რეგიონული ტურიზმის პოპულარიზებისთვის აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად წახალისება;
  • რეგიონის ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბების ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად;
  • რეგიონში მოქმედი ტურისტული ბიზნეს კომპანიების ხარისხის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
  • ორგანიზაცია დაგეგმავს, შეიმუშავებს და ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნას.
  • რეგიონში ტურისტების  დაყოვნების საშუალებების შემუშავება და განხორციელება;
  • რეგიონში ტურიზმის  პოპულარიზების მიზნით რეგიონში განსახორციელებელი აქტივობების კოორდინირება;
  • შეიმუშაოს, გაავრცელოს, გაპიაროს სვანეთის ტურისტული საბრენდო სახელი და სიმბოლო;
  • ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არა არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

 

ფიქსირებული ხელფასი შეადგენს 3000 ლარს.

 

დამუძნებელთა მიერ დამტკიციდა  აღმასრულებელი დირექტორის პოზიიციის  საკვალიფიკაციო მოთხოვნები. (დამუძნებელთა კრების ოქმი N-3  10.09.2019.)                                                                                                 

  • ორგანიზაცია:  სვანეთის ტურისტული ადგილის მართვის ორგანიზაცია DMO
  • ადგილმდებარეობა:  ვიტორიო სელას ქ. N7 დაბა მესტია. 3200, საქართველო

 

პოზიციის მიმოხილვა:

აღმასრულებელი დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს ტურისტული ადგილის მართვის ორგანიზაციის გამართული მუშაობა, რაც გულისხმობს: სტრატეგიული ხედვისა და გეგმის ჩამოყალიბებას და განხორციელებას, ვიზიტორთა მართვის ინსტრუმენტების განვითარებას, ადგილობრივ თემთან და ტურიზმის მომსახურების მომწოდებლებთან კომუნიკაციასა და მათ ტურიზმის განვითარების პროცესებში ჩართვას. იგი პასუხისმგებელია ყველა ადმინისტრაციულ, ფინანსურ, საოპერაციო და მარკეტინგულ აქტივობებზე, რომელიც შედის ტურისტული ადგილის მართვის ორგანიზაციის ფუნქციებში. იგი ვალდებულია ყოველწლიურად ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წარდუგინოს წლიური ანგარიში და ერთწლიანი სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისას დაგეგმილი აქტივობების შესახებ რეკომენდაცია მიიღოს საკონსულტაციო საბჭოსგან. იგი ორგანიზაციის ძირითადი წარმომადგენელი და საკონტაქტო პიროვნებაა, საერთაშორისო, ეროვნულ, რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე.

 

 

ზოგადი მოვალეობები:

  • სექტორის საჭიროებებზე დაყრდნობით შეიმუშავოს და შეინარჩუნოს სტრატეგიული ხედვა ორგანიზაციული მიმართულების, პროგრამის, მომსახურებისა და გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. 
  • უზრუნველყოს ორგანიზაციის მდგრადი განვითარება და მართვა, რაც გულისხმობს როგორც ინსტიტუციონალურ განვითარებას აგრეთვე თანამშრომლების მუდმივ განვითარებას, კერძოდ კვალიფიკაციის ამაღლებას.
  • უზრუნველყოს ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების მიღწევა.
  • ტურიზმში კერძო და საჯარო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარება და შენარჩუნება
  • კონფლიქტების პრევენცია და კრიზისული მდგომარეობის აღმოფხვრა.

პროგრამების მართვა:

  • სვანეთში ტურიზმის სექტორის განსავითარებლად ახალი შესაძლებლობების შექმნა
  • სვანეთის ტურიზმის სექტორსა და ბაზართან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, კომპილაცია და ანალიზი.
  • ანალიზირებული ინფორმაციის სტრატეგიული გეგმების ჩამოყალიბებისთვის გამოყენება

ტურისტული პროდუქტის განვითარება:

  • ხელი შეუწყოს ტურისტული პროდუქტებისა და სერვისემის შექმნას, ასევე მის მდგრადად შენარჩუნებას და პოპულარიზაციას
  • უზრუნველყოს სტრატეგიული ტურისტული პროდუქტების სრული ღირებულებათა ჯაჭვის ხარისხიანი განვითარება
  • ტურისტლი პროდუქტის განვითარებისთვის საჭიროებათა იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება

ვიზიტორთა მართვა

  • უხელმძღანელოს არსებულ ტურისტულ მარშუტებზე გამტარუნარიანობის დადგენას
  • უხელმძღანელოს ტურისტულ მარშუტებზე საინფორმაციო მხარდაჭერას როგორც მცირე ინფრასტრუქტუტრის მხრისვ. ასევე საჭირო რუკებისა და ბროშურების შემუშავება~
  • უხელმძღანელოს ვიზიტორთა კმაყოფიოლების კვლევას, მოახდინოს ჭარბი ტურიზმის ადგილების იდენტიფიცირება და მარშრუტების დივერსიფიცირების გზით მართ განტვირთა.
  • უხელმძღანელოს ვიზიტორთა მართვის ყოველწლიური გეგმის შემუშავებას, გარხორცილებასა და განახლებას

დაინტერესებულ მხარეთა ქსელის ჩამოყალიბება:

  • სისტემატიურად მიაწოდოს სასურველი ინფორმაცია მომხმარებლებს/დაინტერესებულ პირებს, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ
  • წარმოადგინოს ორგანიზაცია სამთავრობობ უწყებებთან, უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მრავალმხრივ ინსტიტუტებთან და ფიზიკურ პირებთან ურთერთობებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ

ორგანიზაციის მართვა და განვითარება

  • უზრუნველყოს თანამშრომლების საჭირო კვალიფიკციის მიხედვით კონკურსის წესით აყვანა
  • ზედამხედველობა გაუწიოს DMO-ს პერსონალს და იზრუნოს უნარ-ჩვევების განვითარებაზე
  • განახორციელოს სამოქმედო გეგმის შესრულების და მიღწეული შედეგების მონიტორინგი
  • შეიმუშავოს თანამშრომლების მართისა და მონიტორინგის სისტემები და განახორციელოს ის
  • საჭიროების შემთხვევაში განავითაროს და უზრუნველყოს სამოქმედო სახელმძღანელოს შესრულება   operation manual
  • ჩამოაყალიბოს და დანერგოს მოკლე და გრძელვადიანი ორგანიზაციული მიზნები და ამოცანები სვანეთის რეგიონალური DMO-სთვის.
  • გაუწიოს ორგანიზება საერთო კრების შეხვედრებს სამეთალყურეო საბჭოს თავჯდომრის მითთებების მიხედვით და დაეხმაროს თავჯდომარეს შეხვედრის წარმართვაში
  • უზრუნველყოს საერთო კრებისა და სამეთალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების დროული შესრულება
  • ორგანიზაციის სახელით დადოს ხელშეკრულებები, საგრანტო შეთანხმებები, აწარმოოს მოლაპარაკებები, გასცეს მინდობილობები, შეიძინოს და განკარგოს ორგანიზაციის მოძრავი ქონება
  • მიიღოს გადაწყვეტილებები კრედიტებისა და გრანტების აღების შესახებ, ორგანიზაციის მრავალწლიანი სტრატეგიისა და წლიური გეგმების პროექტის ფარგლებშ, რომელიც დამტკიცებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.  საერთო კრებისაგან წინასწარ შეთანხმების საფუძველზე
  • წარადგინოს ახალი წევრები სამეთალყურეო საბჭსთან ერთად კოორდინირებით
  • ორგანიზაციის ინტეესებიდან გამომდინარე წარმართოს განავითაროს პროექტყები

მარკეტინგი და გაყიდვები:

  • განახორციელოს ბრენდის ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ეფექტურად მოახდენს სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირებას და გამოიმუშაავებს მოგებას განხორციელებული ინვესტიციიდან
  • დაგეგმოს და უხელმძღვანელოს ტურისტული ადილის მარკეტინგს და ბრენდის პოზიციონირებას სხვადასხვა არხების მეშვეობით, როგორიც არის ელექტრონული მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთბა, ციფრული მარკეტინგული კამპანიები, რეკლამა და სხვა.
  • წარმოაჩინოს და პოპულალიზება გაუწიოს სვანეთს, როგორც ტურისტულ ბრენდს. წარმართოს და უხელმძღვანელოს სვანეთის ტურიზმის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო კამპანიებს როგორც ტურისტული ადგილის შიგნით, ასევე მის გარეთ, ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით
  • შეაასრულოს ორგანიზაციის ოფიციალური სპიკერის როლი მედიასთნ, სამთავრობო ორგანიზაციებთან, ინტერესთა ჯგუფებთან და სექტორის სხვადასხვა ორგანიზაციასთან ურთიერთობებში
  • უზრუნველყოს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება.

დაფინანსება და ბიუჯეტი

  • სვანეთის DMO-სთვის ზოგადი მიმართულების დაფინანსებისა და ბიუჯეტირების უზრუნველყოფა
  • მოამზადოს და გააკონტროლოს ბიუჯეტი, შემოსავლის ახალი წყაროები
  • შეიმუშავოს და წარადგინოს წლიური ბიუჯეტი; იზრუნოს ბიუჯეტის დამტკიცების უზრუნველყოფაზე. 
  • განსაზღვროს საინვესტიციო პროექტები და შესთავაზოს შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს, სახელმწიფოსა თუ დონორ ორგანიზაციებს

 

 

 

მოთხოვნები

  • მაგისტრის ხარისხი ტურიზმის მენეჯმენტში, მარკეტინგში, ეკონომიკურ განვითარებაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მონათესავე სფეროში და მინიმუმ სამი (3) წლის  სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სექტორში ან რომელიმე მონათესავე სფეროში.
  • უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისო ხარისხის მქონე კანდიდატებს.
  • უპირატესობა მიენიჭებათ სვანეთის რეგიონში მუშაობის გამოცდილების მქონე და ტურისტული პროდუქტის მცოდნე კანდიდატებს
  • უცხო ენის, განსაკუთრებით ინგლისურის გამართული ცოდნა (C1 დონე). ნებისმიერი დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითლება უპირატესობად
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით Microsoft Office-ს პროგრამების ცოდნა.
  • პოლიტიკურ, სოციალურ და კორპორატიულ გარემოში ინტერაქციის უნარ-ჩვევების ეფექტური გამოყენება. 
  • სავალდებულოა, შეეძლოს სხვების მოტივირება მოქნილ და მუდმივად ცვალებად გარემოში.
  • სავალდებულოა, შეეძლოს დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრთან, მთავრობის წამყვან პირებთან, თემის ლიდერებთან და სექტორის პარტნიორებთან თანამშრომლობა.
  • უპირატესობად ჩაითვლება, თუ კანდიდატი ცხოვრობს სვანეთში. სხვა შემთხვევაში თანახმა უნდა იყოს, იცხოვროს რეგიონში სრულ განაკვეთზე.შრომის ანაზღაურება 3000 ლარი დარიცხული  სახოვრებელი ადგილი და პირობები შეთანხმებით დამუძნებლებთან.

 

 

კონკრეტული უნარ-ჩევები:

  • დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების უნარი.
  • მეწარმეული შემართება, ლიდერული უნარები და ხედვა.
  • ბიზნეს შესაძლებლობების აქტიური ძიება და გამოყენება. 
  • ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები; ადამიანების მიტივირების, გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის უნარი.
  • დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების უნარი.
  • ორგანიზაციის მისიის განხორციელების მიზნით, სამთავრობო სააგენტოებთან და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის უნარი.
  • ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანი, რომელსაც შესწევს ორგანიზაციის მართვა პროგრამის განხორციელების პროცესში.
  • დაინტერესებულ მხარესთან კონსენსუსის მიღწევის უნარ-ჩვევები.
  • საჯარო გამოსვლის, პრეზენტაციისა და ინტერაქციის უნარ-ჩვევები.
  • ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები და ინტერკულტურული კომპეტენცია
  • ადგილობრივი თემის ადათწესებისა და ტრადიციების პატივისცემა
  • ინტერესის, ენთუზიაზმისა და სამუშაოს ხარისხის შენარჩუნება.
  • დაეხმაროს სხვებს ინდივიდუალური სამუშაო სტანდარტების მიღწევაში. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 599 34 49 48 გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: shaninfo@gmail.com

მსგავსი განცხადებები
General Manager

MULTIFUNCTIONAL CENTER REPUBLIC


07 ოქტ - 30 ოქტ

დირექტორი

პრინტარეა


11 ოქტ - 09 ნოემ

logo


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV